კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიცია ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს

30 ოქტომბერი, 2007

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ზუგდიდის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს შეურაცხმყოფელსა და უსამართლოს უწოდებენ. იმ პირებს, რომლებმაც ოპოზიციონერ დეპუტატებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 20-დღიანი პატიმრობა და 400-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, დეპუტატზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისთვის სისხლის სამართლის კოდექსი 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იმ ფონზე, როდესაც სამართალდამცველები 20 დღით მოქალაქეებს საგზაო წესების დარღვევისთვის აპატიმრებენ, ზუგდიდის სასამართლოს მიერ გამოტანილი აღნიშნული სასჯელი შეუსაბამო და უკანონოა.

28 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში ოპოზიციის საპროტესტო აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. თბილისიდან ჩასულ ოპოზიციის ლიდერებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი დაუპირისპირდა. შეხლა-შემოხლის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დეპუტატებს ბეჟან გუნავასა და ბიძინა გუჯაბიძეს.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები