როგორც მედიანიუსი იუწყება, რესპუბლიკის მოედანზე ბათუმიდან ჩამოსულ აქციის მონაწილეებს თავს უცნობი პირები დაესხნენ. დაზარალებულების განცხადებით, გუშინ გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, მათი მიკროავტობუსი დაარბიეს.
მიკროავტობუსის მფლობელის თქმით, მძინარე მგზავრებს ხელკეტები დაუშინეს. ინციდენტის დროს მიკროავტობუსი დაზიანდა, დაუდგენებლმა პირებმა კი მიმალვა მოახერხეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აქციის მონაწილეებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსაც აცნობეს.
წყარო: მედიანიუსი