კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევას აპროტესტებს

7 ნოემბერი, 2007

„პარლამენტის წინ მშვიდობიან მომიტინგეთა დარბევა კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლების უხეში დარღვევაა“, - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე.

მისი განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი აღიარებს ადამიანთა უფლებას, წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, კანონი კი ადგილობრივი თვითმმართველობისა და პოლიციის ორგანოებს შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტის უფლებას მხოლოდ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში აძლევს.

ჩხეიძის თქმით, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს 2 ნოემბრიდან დღემდე მათთვის მინიჭებული კონსტიტუციური უფლება არ დაურღვევიათ.

ჩხეიძის განცხადებით, არც პოლიციის და არც მერიის თანამშრომლებს არ დაუსახელებიათ კანონის არც ერთი დებულება, რომელიც დაირღვა და ხელისუფლების ორგანოს შეკრების შეწყვეტის უფლება მისცა, მომიტინგეთა მხრიდან კარვების გაშლის სურვილი კი, თავისთავად, კანონის დარღვევა არ არის.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიუღებლად მიიჩნევს შეკრების დაშლის დროს ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებისათვის ხელის შეშლას, რაც სისხლის სამართლის კანონით ისჯება.

ასოციაცია ხელისუფლების ორგანოებს შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვაზე ადეკვატური რეაგირებისაკენ მოუწოდებს და მოითხოვს, კანონის წინაშე პასუხი აგონ იმ თანამდებობის პირებმა, რომელთა გადაწყვეტილების შედეგადაც შეილახა აღნიშნული ფუნდამენტური უფლება.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები