შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია „იმედის“ არც ერთი ჟურნალისტი დაკავებული არ არის.
იგივე დაადასტურა „იმედის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ბიძინა ბარათაშვილმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცრაზმმა „იმედის“ პროგრამა „დროების“ წამყვანი ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე დააკავა.
სპეცრაზმი „იმედში“ დაახლეობით 20:10 საათზე შეიჭრა, როცა მის ეთერში საინფორმაციო გამოშვება მიდიოდა. ამის შემდეგ არხის მაუწყებლობა შეწყდა.
„იმედის“ თანამშრომლებს ჩამოართვეს მობილური ტელეფონები და დაატოვებინეს ტელეკომპანიის შენობა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მოუწოდა ხელისუფლებას დროულად გააკეთოს განმარტება, თუ რის საფუძველზე მოხდა სამართალდამცველების შესვლა „იმედის“ ეთერში.
Media.ge