თინა ხიდაშელის განცხადებით, 7 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის დარბევისას სამართალდამცავებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს: „გარდა იმისა, რომ ნაცემი ვარ, აქციის დასაშლელად გაშვებულმა გაზმა სასუნთქი გზები დამიწვა, რის გამოც საკვების მიღება დღემდე მიჭირს“, - აცხადებს ხიდაშელი.
საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, აქციის დასაშლელად გამოყენებული გაზი სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და მოწამლვის სიმპტომები რამდენიმე დღეში მთლიანად ქრება.
წყარო: „პირველი“