ილია II-მ ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ მხარეს მიმართა
20 ნოემბერი, 2007
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თხოვნით მიმართა სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს უფროსს შეიხ-ულ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადეს და საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნამიგ ალიევს, რათა ხელი შეუწყონ გიორგობის დღესასწაულზე ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ქართველი მომლოცველების დაუბრკოლებლად ჩასვლას.
მიმართვაში ნათქვამია, რომ ქურმუხის ტაძარში ღვთისმსახურება მისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადების გამო შეწყდა, თუმცა, კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს უფროსს შეახსენებს, რომ თბილისის ჯუმა-მეჩეთიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მაგრამ დედაქალაქში მცხოვრები მუსლიმები იქ დაუბრკოლებლად განაგრძობენ ღვთისმსახურებას.
ილია მეორე შეიხულ ისლამ ალაჰ შუქური ფაშა ზადეს შესაბამის ორგანოებთან შუამდგომლობას სთხოვს, რათა ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურება კვლავ აღდგეს.
წყარო: მედიანიუსი
ახალი ამბები
პოპულარული
სტატია
13 თებერვალი, 2024
სტატია
28 დეკემბერი, 2023
სტატია
13 დეკემბერი, 2023