კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამ მიხნიკი "იმედის" მაუწყებლობის გახსნას ერთ კვირაში ელოდება

3 დეკემბერი, 2007

ცნობილი პოლონელი ჟურნალისტი, ”გაზეტა ვიბორჩას” რედაქტორი, წარსულში აქტიური დისიდენტი ადამ მიხნიკი აცხადებს, რომ  ტელეკომპანია ”იმედის”  მაუწყებლობის აღდგენას მომავალი ერთი კვირის განმავლობაში ელოდება.

ადამ მიხნიკი ევროკავშირის, შეერთებული შტატების მთავრობის და  პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გასულ კვირას  ჩამოვიდა საქართველოში, იმ დაძაბულობის მოსაგვარებლად, რაც ტელეკომპანია  ”იმედის” მაუწყებლობის გათიშვას მოჰყვა.

მიხნიკმა გამართა  დახურული შეხვედრები  ქართული მედიის, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 1 დეკემბერს  კი, პრეს-კონფერენცია მოიწვია.
მიხნიკის განცხადებით, მას ძალიან რთული საუბრები ჰქონდა საქართველოს  ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ჯერ კიდევ ბოლომდე დარწმუნებული არ არის, რა შედეგი მოჰყვება ამ მოლაპარაკებებს.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან  პრეტენზიებთან ერთად ისმოდა დამაიმედებელი განცხადებები, რომ იმედის” მაუწყებლობა მალე აღდგება, ამის მიუხედევად,   ”იმედი”  კვლავ დახურულია.
”დღეს ”იმედის” შენობაში კომპანიის ტექნიკური პერსონალიც კი არ შეუშვეს”, თქვა მიხნიკმა პრესკონფერენციაზე.

”თუკი ”იმედი” ერთ კვირაში არ გაიხსნება, მე ვალდებული ვიქნები მსოფლიოს ყველა მედიასაშუალებით ვთქვა, რომ საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია, რადგან  ხელისუფლებას არ სურს პლურალიზმის დაშვება წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. ვიტყვი აგრეთვე, რომ მთელი ეს საუბრები პირადად ჩემთან იყო მანიპულაცია და სიცრუე; რომ მე მხოლოდ იმისთვის მომიწვიეს, რათა ხელისუფლებას დემოკრატიის ალიბი ჰქონოდა”,  დასძინა მიხნიკმა.

მან ასევე თქვა, რომ  ქართველი ჟურნალისტებისა და მთავრობის მხრიდან სურვილს შემთხვევაში ის შექმნის ე.წ.  ”ბანდიტთა ”ხუთეულს”, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, კვირაში ერთხელ ტელეეთერში იმსჯელებს ჟურნალისტური ეთიკის პროფესიონალური ნორმების ყველა დარღვევაზე. მიხნიკმა თქვა, რომ ხუთეულს თავად შეარჩევს, ხელისუფლებისა და სხვა პოლიტიკური ჯგუფების კარნახის გარეშე.

მიხნიკის განცხადებით, ხუთეულის წევრობაზე უკვე ესაუბრა რამდენიმე ადამიანს, რომელთა გვარებს დაასახელებს იმ დღეს, როცა ”იმედის” პირველი გადაცემა გავა ეთერში.


წყარო: Media.ge

ახალი ამბები