პრეზიდენტობის კანდიდატის შალვა ნათელაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი გუგავას განცხადებით, დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარშრუტიდან მოხსნეს ყველა სამარშრუტო ტაქსი და მათ ე.წ. კარუსელების მოსაწყობად იყენებენ.
გუგავას განმარტებით, სამარშრუტო ტაქსებით უბან-უბან დაჰყავთ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, სადაც ისინი ხმას აძლევენ.
"მოვუწოდებ საერთაშორისო ორგანიზაციებს, აღკვეთონ ეს ქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყება გაუთვალისწინებელი მოვლენები. მოვუწოდებ სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს, არ დაემორჩილონ ხელისუფლების წარმომადგელების მითითებებს და არ მიიღონ მონაწილეობა ეშმაკის კარუსელში, რომელსაც სააკაშვილის თანამდებობაზე ხელმეორედ ასაბობღებლად იყენებს", - აღნიშნა გუგავამ.
მისივე თქმით, ზემოხსენებული კონკრეტული ფაქტი ადასტურებს, რომ ხელისუფლება არჩევნების პროცესს მასობრივად აყალბებს.
წყარო: მედიანიუსი