გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანების დირექტორმა ლალი მიმინოშვილმა რაიონის ხუთ სკოლაში მომუშავე 100-ზე მეტი მასწავლებელი გაათავისუფლა.
როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრს" პედაგოგებმა აცნობეს, გაერთიანებასთან შრომითი ხელშეკრულებები 3 თვით ჰქონდათ დადებული. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა 30 ივნისს დამთავრდა, რის შემდეგაც გაერთიანების დირექტორმა ლალი მიმინოშვილმა მასწავლებლებს ხელშეკრულებების გაგრძელებაზე უარი განუცხადა. გასაჩივრების შემთხვევაში კი მათ ძმის, ზურა მიმინოშვილის სახელით დაემუქრა, რომელიც კულტურის სამინისტროში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსია.
პედაგოგების გათავისუფლების ფაქტს ლალი მიმინოშვილი არ უარყოფს, თუმცა მისი თქმით, იგი არცერთ მასწავლებლს არ დამუქრებია.
გელა მთივლიშვილი, კახეთი