კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაერო საქართველოში ბავშვთა უფლებების დარღვევაზე საუბრობს

2 ივლისი, 2008

გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა   ბავშვთა უფლებების  კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა შეაფასა და თავისი საბოლოო დასკვნა და რეკომენდაციები გამოაქვეყნა.  კომიტეტი ამგვარ დასკვნას ოთხ წელიწადში ერთხელ ამზადებს, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს და არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს გაეცნობა.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“  არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ ალტერნატიურ ანგარიშში მოამზადა  თავი, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ადმინისტრაციას ეხებოდა და ამ მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობას წარმოაჩენდა.

გაეროს ბავშთა უფლებების კომიტეტმა თავის დასკვნაში გაითვალისწინა ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და საქართველოს ხელისუფლებისთვის შეიმუშავა რეკომენდაციები. კერძოდ გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ:

1. არასრულწლოვანებთან მიმართებაში მოქმედი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემა  არ შეესაბამება ბავშვთა უფლებების კონვენციას;
2. არასრულწლოვანთა საკითხებზე მომუშავე კომისიის გაუქმების შემდეგ არ შექმნილა ორგანო, რომელიც მას ჩაანაცვლებდა;
3. გაიზარდა იმ არასრულწლოვან პატიმართა რაოდენობა, რომლებიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემულნი;
4. არ არსებობს არასრულწლოვანთა სასამართლოები;
5. არ არსებობს ეფექტური მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა არასრულწლოვანისთვის პატიმრობის მისჯას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში;
6. შეინიშნება სასჯელის მოხდის ალტერნატიური გზების გამოყენების ნაკლებობა, რაც გარკვეულწილად განპიროვნებულია 2006 წელს გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობით;
7. წინასწარ პატიმრობაში გატარებული პერიოდი არის საჭიროზე ხანგძლივი, ასევე შეზღუდულია პატიმრის ნახვის შესაძლებლობა;
8. პატიმრობის პირობები არის არადამაკმაყოფილებელი;
9. არ არის ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საშუალებები, ასევე საშუალება სოციალური რეინტეგრაციისათვის.

ბავშვთა უფლებები კომიტეტის რეკომენდაციებით, აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს არასრულწლოვანთა სასამართლოები (საკმარისი რაოდენობით), ამ სისტემაში ჩართულ პირებს გავლილი ჰქონდეთ ტრეინინგი. ამასთან არასრულწლოვანებს პატიმრობა უნდა შეეფადოთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში.

ბავშვთა უფლებების კომიტეტი ასევე შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის მიე3რ მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც  სისხლის სამართლებლივი პასუხისმგებლობის ასაკმა 14-დან 12 წლამდე დაიწია.
კომიტეტის რეკომენდაციით, ეს კანონი უნდა შეიცვლოს და ასაკობრივი ცენზი ისევ 14 წლამდე უნდა გაიზარდოს.

გარდა ამისა, სახელმწიფომ უნდა შექმნას ეფექტური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს არასრულწლოვანი მსხვერპლებისა და მოწმეების დაცვას.

თეა თოფურია, თბილისი

 

ახალი ამბები