გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძეანში კილომეტრიანი რიგები დგას. ამის შესახებ რადიო ჰერეთს ადგილობრივმა მოსახლეობამ აცნობა.
მათი განცხადებით, მევენახეები ყურძნის ჩაბარებას საათობით ელოდებიან.
"გუშინ მივიტანე ველისციხის ღვინის ქარხანაში ყურძენი და დაკეტილი დამხვდა. ახლა მოვედი ვაჩნაძეანში და აქ კილომეტრიანი რიგები დგას. ფასებიც სასაცილოა. ყურძნის თვითღირებულებასაც არ ანაზღაურებენ” - აცხადებს ბაკურციხის მკვიდრი ეირან ქუმსიაშვილი.
რადიო ჰერეთი "რთველი 2008"-ის საკოორდინაციო შტაბს დაუკავშირდა. შტაბში ქარხნებთან რიგების შექმნის მიზეზებს განმარტავენ.
"9 მიმღებს დღეს ორი ქარხანა დაემატა, ხვალ კი წნორში კიდევ ერთი ქარხანა გაიხსნება. რაც შეეხება რიგებს, ბუნებრივი მოვლენაა და ქარხნების დამატება ამ პრობლემას ნაწილობრივ დაარეგულირებს" - განუცხადა რადიო ჰერეთს შტაბის ერთ-ერთმა წევრმა კოტე ხუცაიძემ.
წყარო: რადიო ჰერეთი