ექიმ-ბაქტერიოლოგი ადიგენის სასმელი წყლის უვარგისობაზე განცხადებას აკეთებს. უკვე წლებია, ეს პრობლემა დაბა ადიგენისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას აწუხებს.
წყალი შავია და სხვადასხვა ნაწილაკებით სავსე. ექიმ-ბაქტერიოლოგმა ნინო პეტაშვილმა წყლის სინჯი აიღო და მისი შემოწმების შემდეგ განცხადება გააკეთა - ,,წყალი სასმელად უვარგისია, მეტიც საშიშია ადამიანების ჯანმრთელობისათვის. დაბინძურებული წყალი მთავარი კერაა ინფექციური დაავადებების”.
იგივეს აცხადებს მოსახლეობაც. ,,ვედროს დადგამ და ხუთ სანტიმეტრზე ნალექი რჩება. ბავშვები რომ სვამენ, მუცლის შებერილობა ემართებათ”, - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის მკვიდრი თამარ ხოზრევანიძე
ექიმ-ბაქტერიოლოგის ნინო პეტაშვილისა და ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, პრობლემის მოგვარების თხოვნით გამგეობას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.
,,ადამიანის უფელებათა ცენტრი” მიმართავს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელს და შესაბამის ორგანოებს მეტი ყურადღება გამოიჩინონ აღნიშნული პრობლემის მიმართ.
ადამიანის უფლებათა ცენტრი