სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნოდარ კოჭლამაზაშვილი და გამგეობის აპარატის სხვა წარმომადგენლები რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ და 9 აპრილს დედაქალაქში წასვლას უკრძალავენ, _ იუწყება რადიო "ჰერეთი".
რადიოსვე ინფორმაციით, ერთ–ერთი ასეთი შეხვედრა 1 აპრილს წნორის საავადმყოფოსა და სკოლის თანამშრომლებთან გაიმართა, სადაც გამგებელმა სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს 9 აპრილს დედაქალაქში წასვლა აუკრძალა.
„გაგვაცნეს რა გაკეთდა რაიონში კარგი და გაგვაფრთხილეს 9 აპრილს არც ჩვენ და არც ჩვენი ოჯახის წევრები დედაქალაქში არ წავიდეთ”—აცხადებს ერთ-ერთი ორგანიზაციის თანამშრომელი, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა უსაფრთხოების გამო არ ისურვა.
რადიო „ჰერეთი“ კომენტარისთვის სიღნაღის გამგებელს დაუკავშირდა, რომელიც გამართულ შეხვედრებს არ უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ საუბარი რაიონში გაკეთებულ „კეთილ საქმეებს“ ეხებოდა.
წყარო : მედიანიუსი