კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტერორიზმს გამართლება არა აქვს!

10 ივლისი, 2008

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აფხაზებს სამძიმარს უცხადებს

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სამძიმარს უცხადებს აფხაზეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, აფხაზ საზოგადოებას და შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენების გამო, მხედველობაში გვაქვს სოხუმში, გაგრაში, გალში განხორციელებული ტერორისტული აქტები, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა.

ტერორიზმი, როგორც გაუმართლებელი ქმედება, დაგმობილია მთელი მსოფლიოს მიერ და ძალიან სამწუხაროა, რომ დღესაც კი მას უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან. ვფიქრობთ, აფხაზეთის ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგედია თანაბრად მტკივნეული და თავის შედეგებით დამანგრეველია როგორც აფხაზური, ასევე ქართული საზოგადოებისთვისაც და ყველა ჩვენთაგანისგან დაფიქრებას, პრობლემის გააზრებას, ქმედითი ნაბიჯების გადადგმას  მოითხოვს. მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს. 

ტერორიზმი აღრმავებს განხეთქილებას ხალხებს შორის და ართულებს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესს. მსგავსი ქმედებები იწვევს ურთიერთბრალდებების ტალღის აგორებას, მითუმეტეს, რომ ნაკლებადაა მცდელობა მოხდეს  ფაქტის სრულფასოვანი გამოძიება.   

ამჯერადაც აფხაზეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა  აფხაზებსა და ქართველებს შორის. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს ქართულ საზოგადოებას, უფრო მეტი გულისხმიერებით მოეკიდოს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების სატკივარს და ყველაფერი გააკეთოს ორი ხალხის ურთიერთობის გადასარჩენად.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მკაცრად ემიჯნება ტერორიზმის ყოველგვარ გამოვლინებას და  მიიჩნევს, რომ მსგავსი პროვოკაციული ქმედებები მიმართულია მშვიდობიანი მოლაპარაკებების ჩასაშლელად, რაც არ უნდა დავუშვათ. ტერორიზმი დამღუპველია ნებისმიერი საზოგადოებისათვის! 

ცენტრი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე ყველა დაინტერესებულ მხარეს,  დეტალურად გამოიძიოს მომხდარი და მისცეს მას სამართლებლივი შეფასება.

 

 

 

 

 

 

ახალი ამბები