კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოების წარმომადგენელთა საგანგებო განცხადება

27 მარტი, 2009

27 მარტი, 2009 წ.

ამ ბოლო დღეებში სატელევიზიო სივრცე დაიპყრო ხელისუფლების მიერ შექმნილმა ტელესერიალებმა ე.წ. "შეიარაღებული გადატრიალების" მოლოდინის შესახებ.

ეს სერიალები, როგორც ნაცადი ხერხი, ხელისუფლებამ კვლავ აამოქმედა 9 აპრილს დაგეგმილი საზოგადოების ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის წინ.

ჩვენ, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები, ვთვლით, რომ ამ სერიალების მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, დაშინება, რაც სულ უფრო მეტად ღებულობს ფსიქოლოგიური ტერორის ფორმას.

ამ ფონზე მიმდინარეობს მასობრივი დაკავებები, დაჭერები, ფიზიკური ანგარიშსწორებები – რაც აგრეთვე ემსახურება იმ მიზანს, რომ ხელისუფლებამ დაბლოკოს და ხელი შეუშალოს  9 აპრილის საპროტესტო აქციას.

ჩვენი აზრით, პოლიტიკური პარტიების ოფისებში სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები არის პოლიტიკური დევნის ფორმა, რომელიც შეიძლება გახდეს ქვეყნის პირველი პირის იმპიჩმენტის საფუძველი (უოტერგეიტის სკანდალი 1972წ).

ჩვენ ვგმობთ ხელისუფლების ქმედებებს. მკაცრად მოვუწოდებთ მას, შეწყვიტოს სიცრუის მანქანის მოქმედება, რომელიც მიმართულია საკუთარი საზოგადოების ნების მშვიდობიანი, დემოკრატიული, კონსტიტუციური უფლების განხორციელების საწინააღმდეგოდ.

ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებრიობას, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომ მხარი დაუჭირონ საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებას, დემოკრატიული ინსტიტუტების ღირებულებებს და დაგმონ მოძალადე ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები.

ახალი ამბები