კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტი საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკურ დევნილად იქცა

დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტი საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკურ დევნილად იქცა

ზუგდიდელი ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია, რომელიც თანასწორობის ინსტიტუტის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელია, იძულებული გახდა თავისი მშობლიური ქალაქი დაეტოვებინა, რადგან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ემუქრებოდნენ.

ილია ჩაჩიბაია ცნობილია თავისი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებით. სწორედ ის აწყობდა ზუგდიდის ცენტრში ადმინისტრაციული შენობების წინ ანტისამთავრობო მშვიდობიან დემონსტრაციებს 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში. 

2007 წლის 29 დეკემბერს თავის თანამოაზრეებთან ერთად ილიამ რეგიონალური პროკურატურის წინ გამართა მიტინგი, რომელზეც იგი მოუწოდებდა რეგიონის ხელმძღვანელებს არ გაეყალბებინათ კარსმომდგარი არჩევნები და ასევე მოითხოვდა სამეგრელოში მომხდარი რამდენიმე (კერძოდ, 5) გახმაურებული მკვლელობის მონაწილეების დასჯას. მიტინგში მონაწილეობას იღებდნენ მოკლულების ოჯახის წევრებიც. მკვლელები დღესაც არ დაუსჯიათ, რადგან მათ კარგი ურთიერთობები აქვთ სამეგრელოს სამხარეო პროკურორ როლანდ ახალაიასთან. მიტინგის მონაწილეებმა როლანდ ახალაიას დასჯაც მოითხოვეს.

თანასწორობის ინსტიტუტმა ილაი ჩაჩიბაიას ხელმძღვანელობით კიდევ ერთი მიტინგი და მშვიდობიანი მსვლელობა ჩაატარა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „როლანდ ახალაია, მკვლელო, წადი სახლში“. იგივე შინაარსის პლაკატი ეძღვნებოდა პრეზიდენტის დანიშნულ სამხარეო გუბერნატორ ზაზა გოროზიასაც.ზუგდიდში, იმ შენობის წინ, სადაც სამხარეო გუბერნატორი ზაზა გოროზია მუშაობს, გუბერნატორმა გოროზიამ თავის მანქანაში ილია ჩაჩიბაიას 10 000 ლარი შესთავაზა იმის სანაცვლოდ, რომ ჩაჩიბაიას წინასაარჩევნო პერიოდში არ ეაქტიურა. გოროზია ჩაჩიბაიას ერთ-ერთი ჟურნალისტის საშუალებით დაუკავშირდა, მაგრამ მან შეთავაზება არ მიიღო. ამის შემდეგ დაიწყო მუქარის ზარები. ჩაჩიბაია ზარების ავტორის ხმას ვახო გაბელიას, კონსტიტიციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხმას ამსგავსებს და დარწმუნებულია, რომ სწორედ ისაა ზარების ავტორი. უკანასკნელი ზარი რამდენიმე კვირის წინ გაისმა. ილიას დაემუქრნენ, რომ თუ არ გაჩერდებოდა,მთელს ზუგდიდში გამოაკრავდნენ პლაკატებს, რომელზეც ჩაჩიბაია შიშველი იქნებოდა გამოსახული და ინტიმურ სერვისს შესთავაზებდა ყველას.

არჩევნებიდან სამ დღეში, როცა ილია ჩაჩიბაია სახლიდან გამოდიოდა, სახლის სადარბაზოს კედელზესწორედ ამ სინაარსის პლაკატები დახვდა. მათზე გამოსახული იყო ილია ჩაჩიბაიას დამონტაჯებული სურათი ჟურნალისტის თავითა და სხვისი შიშველი ტანით. ქვემოთ კი ეწერა : "ინტიმური მომსახურეობა ფასდაკლებით", იქვე კი ჩაჩიბაიას მობილურის ნომერი იყო მითითებული. მსგავსი პლაკატები მთელ ზუგდიდში იყო მიმოფანტული.ზუგდიდი პატარა ქალაქია, სადაც ყველა ყველას  იცნობს და რა თქმა უნდა, ჟურნალისტი მსუბუქად რომ ვთქვათ,  უკმაყოფილო დარჩა.

ჩაჩიბაიამ პატრულის უფროსს მაიზერ ლიპარტელიანს დაურეკა და სთხოვა დახმარება ამ საშინელი ფაქტის ჩამდენის დაჭერა, მაგრამ უშედეგოდ. ლიპარტელიანმა ჩაჩიბაიას რჩევა მისცა თავი დაენებებიან თავისი პოლიტიკური მოსაზრებების გამოხატისთვის. პატრულის უფროსს არავითარი ზომა არ მიუღია ამ ფაქტის გამოსაძიებლად. არც ამის შემდეგ შეწყვეტილა სატელეფონო ზარები ფარული ნომრებიდან. ამჯერად მას მოკვლით ემუქრებოდნენ. ჩაჩიბაის კვლავ ვახო გაბელიაზე ჰქონდა ეჭვი. ილიას მანქანებიც დაჰყვებოდნენ, ვიდეო კამერით უღებდნენ და ქალაქის დატოვებას ურჩევდნენ. ბოლოსდაბოლოს, მათ საწადელს მიაღწიეს: ილიამ დატოვა ზუგდიდი და თბილისში ჩამოვიდა. მისი ჟურნალი კი დროებით დაიხურა.

8 თებერვალს თანასწორობის ინსტიტუტის წარმომადგენლები ნინო ბურჯანაძის მოადგილეს შეხვდნენ და აცნობეს, რომ ილიას ცენტრალური ხელისუფლებისგან უსაფრთხოების გარანტიები სჭირდებოდა.

ილია პოლიტიკურ დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში, რადგან ის დაუფარვად გამოხატავდა თავის პოლიტიკურ მოსაზრებებს. ჩაჩიბაიას სურდა მიემართა საერთაშორისო საზოგადოებისთვის, თხოვნით დაიცვათ მისი ინტერესები.

თანასწორობის  ინსტიტუტი, საქართველო