პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

ვორქშოფი და სასწავლო ტური ჟურნალისტებისთვის

29.05.2012
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი რეგიონალური და ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის აცხადებს კონკურსს ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად.

ვორქშოფი ერთდღიანია და მისი მიზანია, მედიის წარმომადგენლებს უკეთ გააცნოს ბუნებრივი კატასტროფებისა და ეკო-მიგრანტების გაშუქების სპეციფიკა. ვორქშოფის მეორე დღეს კი მოეწყობა სასწავლო ტური რეგიონში (კერძოდ - მლეთაში, დუშეთის რ-ნი), რათა გაიუმჯობესონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები წინა დღით თეორიულად მიღებულ ცოდნაში და მოახდინონ თემის გაშუქება თავიან მედიასაშუალებებში.

ვორქშოფს გაუძღვებიან: რეზო გეთიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი და  გიორგი კუპატაძე, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი.

რეგიონებიდან ჩამოსულ პირებს, შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, აუნაზღაურდებათ ტრანსპორტის ხარჯები.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:  mediacentre.hrht@gmail.com 

ვორქშოფი ჩატარდება 2012 წლის 14 ივნისს 10:00-დან 18:00 საათამდე ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში (IWPR), ხოლო სასწავლო ტური მოეწყობა 15 ივნისს სოფ. მლეთაში.

მისამართი: ქ. თბილისი,  ძმები ზუბალაშვილების 7ბ, მე-5 სართული, ომისა და მშვიდობის ინსტიტუტი.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა: 2012 წლის  11 ივნისი, 18:00სთ.

საკონტაქტო პირი: მედია ცენტრის კოორდინატორი - ალეკო ცქიტიშვილი ტელ: 599 906094 ან 322  30 77 66

<< უკან დაბრუნება