კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაუჩინარებული მამუკა ჯიბლაძე უკვე სახლშია

19 ივნისი, 2012

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი, მეცნიერი მამუკა ჯიბლაძე საკუთარ სახლში დღეს, 19 ივნისს დაბრუნდა.  ამის შესახებ ”ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ზურა გვენეტაძემ განუცხადა.

გვენეტაძის განცხადებით, სამართალდამცავები დღესვე დაკითხავენ სახლში დაბრუნებულ ჯიბლაძეს და მერე გახდება ცნობილი, რატომ იყო ერთი კვირის მანძილზე გაუჩინარებული.
 
შეგახსენებთ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი მამუკა ჯიბლაძე 11 ივნისს გაუჩინარდა. შსს-მ მისი ძებნა 11 ივნისვე დაიწყო.  მამუკა ჯიბლაძე მოსწავლეთა კომპიუტერზე ადაპტირებული საატესტატო გამოცდების (CAT) ალგორითმის ავტორია.
 
ჯიბლაძემ გამოცდების ეროვნული ცენტრი მას შემდეგ დატოვა, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრმა თანამდებობიდან დაითხოვა.

ნეტგაზეთი

ახალი ამბები