პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

პატრულმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ფიზიკური შეურაცხყოფაზე რეაგირება არ მოხადინა

28.06.2012
საინფორმაციო სააგენტო INFO 9 ავრცელებს ვიდეომასალას, სადაც აღბეჭდილია აფრიკის დასახლებაში, გუმათჰესის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს შორის დაპირისპირების კადრები.

ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში „კარდაკარის“ პრინციპით აღწერის ჩასატარებლად მისულ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ მერაბ ბერიძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მომხდარის შესახებ პატრული საქმის კურსში ჩააყენეს, თუმცა სამართალდამცველები საქმეში არ ჩაერივნენ. პატრულმა გამოძიება ხელმძღვანელობასთან სატელეფონო კონსულტაციების შემდეგ, ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. ადგილობრივები აგრესიას ჟურნალისტების მიმართაც გამოხატავდნენ.

ვიდეო

პალიტრა.ტვ

<< უკან დაბრუნება