კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მარგველაშვილს ლანჩხუთში უხუცეს მომღერალთა ანსამბლი და პატარა ფეხბურთელები დახვდნენ

19 სექტემბერი, 2013
 
ნინო მშვიდობაძე, ლანჩხუთი

გასულ კვირას ლაჩხუთის რაიონს პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი სტუმრობდა. 

შეხვედრა ქალაქის ცენტრში შედგა. შეხვედრაზე პრეზიდენტობის კანდიდატს ადგილობრივი ხალხური ანსამბლი ,,ხელხვავი“ დაახვედრეს, რომელმაც მარგველაშვილს გურული „ხასანბეგურა“ უმღერა. კანდიდატს ასევე,  პატარა ფეხბურთელები დახვდნენ.  მოედანზე შევნიშნეთ სოფლებიდან ჩამოყვანილი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები.

მარგველაშვილს თან ახლდა მინისტრი კახი კალაძე, მსახიობი ზაზა კოლელიშვილი, ჟურნალისტი ქეთი დუმბაძე. პრეზიდენტობის კანდიდატმა ისაუბრა გეგმებზე. მოსახლეობას დაჰპირდა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში შემთხვევაში ის ხშირად იქნება ხალხთან და მათთან ერთად გადაწყვეტს ყველა პრობლემას: 

„ვერ დაგპირდებით, რომ ასე გავაგრძელებ სიარულს სოფლებში, მაგრამ გპირდებით, რომ ხშირად ვიქნები თქვენ გვერდით, რომ თქვენთან ერთად გადავჭრი ყველა პრობლემას. ჩვენ პიარს გვიწუნებენ, მაგრამ რა არის იმაზე დიდი პიარი, როცა წიგნები დახვდება მოსწავლეს მერხზე, როცა პენსია 150 ლარი გახდა, მშობიარობა უფასო, ბაღი უფასო. თუ მაინცდამაინც პლაკატი უნდა გავაკეთო წიგნებით და ჩემი ფოტოთი?!“ - აღნიშნა მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილის ეს განცხადება საიას ოზურგეთის ფილიალის ხელმძღვანელმა, თამაზ ტრაპაიძემაც შეაფასა:

„როცა პენსია გაიზარდა და სახელმძღვანელოები უფასოდ დარიგდა, ეს ყველაფერი ბიუჯეტის თანხებით გაკეთდა და ეს, საპრეზიდენტო კანდიდატმა თავის გაკეთებულ საქმედ მიიწერა, - დასძინა ტრაპაიძემ.
მარგველაშვილი ლანჩხუთიდან ჩოხატაურში წავიდა, სადაც შეხვედრას გურიის სამხარეო პოლიციის უფროსი, გოჩა ფარესაშვილი, მისი მოადგილე გურამ ასათიანი, ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსი აკაკი მაისურაძე და მისი მოადგილე ზაზა დოლიძეც ესწრებოდნენ. მათ განაცხადეს, რომ შეხვედრის უსაფრთხოებას იცავდნენ.

შეხვედრის შემდეგ ლანჩხუთის ,,ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელი კახა ასკურავამ სოციალური ქსელის საშუალებით ასეთი განცხადება გაავრცელა: მარგველაშვილის ამომრჩეველთან შეხვედრას მობილიზაცია ადგილობრივმა და ცენტრალურმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა გაუკეთეს და მის შესახვედრად ამომრჩეველი საკუთარი ნებით არ მისულა. humanrights.ge-სთან საუბარში ასკურავამ განაცხადა, რომ მობილიზებული იყო ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელი:
„აბსოლუტური მობილიზაცია იყო გაკეთებული ადგილობრივი და ცენტრალური საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლებისა. მარგველაშვილს არ შეექმნას ილუზია, რომ იქ ჩვეულებრივი მოსახლეობა იყო, რაც შეეხება ადგილობრივებს, „ქართული ოცნებიდან“ მისულები იყვნენ იმათთან და ეუბნებოდნენ, რომ ლანჩხუთის  ,,გურიას“ და ქუთაისის ,,ტორპედოს“ თამაშზე უფასოდ წაიყვანდნენ  ქუთაისში, შემდეგ, „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურში ბეჭედდარტყმული ქაღალდით უფასოდ ისხამდნენ ბენზინს“- აღნიშნა ასკურავამ. მისივე თქმით, შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებიც ესწრებოდნენ. 

კახა ასკურავას ამ ბრალდებებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ზაზა ურუშაძე პასუხობს:

„ყველა საჯარო მოხელე ოფიციალურად იყო გაფრთხილებული ჩვენგან, რომ შეხვედრაზე არ ყოფილიყვნენ. მე თვითონ არ ვიყავი შეხვედრაზე. იმ დროს, როცა კანდიდატი იყო ჩამოსული, შესვენების პერიოდი იყო  და ამდენად, არ მომიკითხავს სად შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ჩვენი თანამშრომლები. თუკი ისინი იყვნენ შეხვედრაზე და დაირღვა კანონი, დაისჯება კანონის შესაბამისად. რაც შეეხება ასკურავას ბრალდებას,რომ თითქოს მობილიზებული იყო საჯარო მოხელეები, აბსოლუტური ტყუილია. ერთ კაცსაც ვერ ნახავთ, ჩვენგან მობილიზებული რომ ყოფილიყო. არაფრით დავხმარებივართ, არც საწვავით, არც „მარშუტკებით“. არ ჩავრეულვარ და არც ამის შემდეგ ჩავერევი საარჩევნო კამპანიაში. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, თუ გვაქვს რაიმე გადარიცხვა გაკეთებული, გამორიცხულია ასეთი რამ“ - აღნიშნა ურუშაძემ. 

ახალი ამბები