კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალი კანონპროექტის ორი მხარე

8 ნოემბერი, 2013
 
თამთა  თვალავაძე

გასულ კვირას საქართველოს პალამენტმა  ახალი კანონპროექტის განხილვა დაიწყო. სიახლე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ სპეციალური მუხლის  დამატებას გულისხმობს, რომელიც ადამიანის რელიგიური გრძნობების საჯაროდ შეურაცხყოფისთვის პირის  დაჯარიმებას გამოიწვევს. კანონპროექტმა არასამთავრობო სექტორის კრიტიკა გამოიწვია და ინიციატორმა - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის უკან გაითხოვა. უმრავლესობის წევრი პარლამენტარები იმედოვნებენ, რომ მეორე მოსმენისთვის, კანონპროექტში ხარვეზები აღმოიფხვრება.

კანონპროექტს  საკანონმდბლო  ინიციატივის ფორმა  აქვს, რომლის მიხედვით რელიგიური სიწმინდეების, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ საჯაროდ სიძულვილის გამოხატვა, დამამცირებელი ქმედება, რელიგიური შუღლისა და სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ან მოწოდება ამგვარი ქმედბისკენ, რელიგიური შენობებისა და სხვა  სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება. ან მათი  დაზიანება გამოწვევს პირის დაჯარიმებას 300-500 ლარამდე, მსგავსი ქმედების  წლის განმავლობაში განმეორება კი, 1000-დან 1500 ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.

საკანონმდებლო  ინიციატივა უარყოფითად შეაფასა არასამთავრობო სექტორმა და სახალხო დამცველმა. მათი აზრით, კანონს მხოლოდ უმრავლესობის უფლებების დასაცავად გამოიყენებენ და ის სერიოზულ საფთხეს  შეუქმნის  გამოხატვის თავისუფლება.

13 -მა  საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ კანონპროექტთან დაკავშირებით   შემდეგი განცხადება  გაავრცელა: „საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ არ მიიღოს კანონი, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის. საზოგადოებრივი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება არ შეესაბამება ადამიანის უფლებების კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს და არსებითად აზიანებს გამოხატვის თავისუფლებასა და პლურალური, ლიბერალური და დემოკრატიული საზოგადოების განვითარების პროცესს ქვეყნაში. სეკულარიზმთან დაკავშირებით სახელმწიფოს სეკულარობის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც ძალაუფლებებისა და რელიგიის თემაზე საჯარო დებატებსა და საზოგადოებრივი პროცესების რაციონალიზაციას მოითხოვს, ამგვარი შეზღუდვის დაწესება განსაკუთრებით მიუღებელია. 

ამასთანავე შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებით გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული შინაარსობრივი შეზღუდვა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან.“ - აღნიშნული განცხადებაში, რომესაც ხელს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და კიდევ 10 ორგანიზაცია აწერს.

საქართველოს სახალხო დამცველიც აქცენტს  კანონპროექტის არაკონსტიტუციურობასა და  გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველ რისკებზე ამახვილებს.  ამ საკითხთან დაკავშირებით 6 ნომბერს  მან განცხადება გაავრცელა: „საქართველოს პარლამენტში შესულია კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ", რომელიც ითვალისწინებს კოდექსისთვის ახალი 1691 მუხლის დამატებას. აღნიშნული მუხლი სამართალდარღვევად აცხადებს ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლას. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამგვარი ნორმა, როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმის თვალსაზრისით, ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლებასთან, ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნას და საბოლოო ჯამში, განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ განვითარებას, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მძლავრი, საზოგადოებრივი დისკუსიის განადგურების უნარის გამო.“

კანონპროექტს მომხრეებიც  ჰყავს. დღეს საქართველოს საპატრიარქოში კანონში შესატანი ცვლილებები  სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ გააცნო. მართმადიდებლური , ლუთერანული,  სომხური და მუსლიმანთა სამმართველოს წარმომადგენლები ცვლილებებს ეთახმებიან და დემოკრატიულად მიიჩნევენ. 

კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვამდე  ინიციატორებმა და საპარლამენტო კომიტეტმა კანონპროექტის შესაბამისობა სისხლის სამართლის კანონმდებლობის საერთაშორისო აქტებთან უნდა დააზუსტოს. იმ შემთვევაში კი, თუკი ინიციატორები კანონპროექტში ცვლილებებს არ შეიტანენ და პარლამენტი ამ ფორმით მიიღებს კანონს, არასამთავრობო სექტორი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.

ახალი ამბები