კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაფიცულ რკინიგზელთა მოთხოვნები დაკმაყოფილდა

19 ნოემბერი, 2013
 
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

რკინიგზელების ნაწილის გაფიცვა ერთდღიანი აღმოჩნდა. მათი მოთხოვნების შესრულებაზე თანხმობა  6 საათიანი შეხვედრის შედეგად დადგა.  შპს ,,საქართველოს რკინიგზა“ გაფიცულებს დაჰპირდათ ზეგანაკვეთული სამუშაოს ანაზღაურებას, შრომისა და სტაჟის მიხედვით სახელფასო დანამატს და პრემიალური სისტემის დანერგვას. 

შეთანხმებით კმაყოფილები არიან გარდაბნელი რკინიგზელებიც, თუმცა  აცხადებენ, რომ გარდაბნის რკინიგზის სადგურის სალიანდაგო სამსახურს კვლავ რთულ პირობებში უწევს ყოფნა. 

გარდაბნის სალიანდაგო სამსახურის მთავარი მოვალეობა ლიანდაგების მდგომარეობაზე ზრუნვაა. სამსახურის თანამშრომლები ამბობენ, რომ ერთი მილიმეტრით არასწორად გასწორებული ლიანდაგი, ტრაგედიას ნიშნავს. ამ დროს კი სამუშაოდ ,,ყველაფერი ძველი“ აქვთ - გულისხმობენ მასალას და ხელსაწყოებს. გვიხსნიან, რომ აქვთ ახალი დანადგარებიც, მაგრამ მათი რაოდენობა არ არის საკმარისი, ასევე არაა საკმარისი მუშახელი: ,,ეს გასახდელი, რომელესაც ახლა მე გაჩვენებთ არის საუკეთესო იმათ შორის რაც აქ არსებობს. მართალია, ჩვენ პრაქტიკულად სულ გარეთ ვართ, რადგან ლიანდაგებს ვასწორებთ, მაგრამ ზამთარში, როდესაც თოვლისგან იწმინდება ლიანდაგები მუშებს აქ უწევთ ღამის გათევა. თქვენც  ხედავთ იატაკი ბეტონისაა, კედლები ფიცრებისაა და ჭერი დაზიანებულია“, - ამბობს გარდაბნის სალიანდაგო სამსხურის თანამშრომელი დავით რეხვიაშვილი და ამატებს, რომ მათზე რთულ ვითარებაში მუშები არიან: ,, ამ ადამიანებს შესვენება უწევთ ლიანდაგის იმ მონაკვეთზე, სადაც შესვენების დროს აღმოჩნდებიან. ისინი ამ გასახდელში ხშირად ვერც ბრუნდებიან, მაგრამ სამუშაო დღის ბოლოს მაინც სჭირდებათ. ასევე, ჩვენთვის პრობლემაა აბანოს არ არსებობაც. ძალიან ბინძური სამუშაო გვაქვს რკინიგზელებს, რთულია ასეთი სამსახურიდან მოუწესრიგებელი სახლში წასვლა“,- ამბობს რეხვიაშვილი.  

მათი სადგურის გასახდელი ,,შენობა“ ხისაა და სამი პატარა ოთახისგან შედგება. მუშებისთის განკუთვნილ ოთახში იატაკი ბეტონისაა, დაჟანგული ხელსაბანი და ზამთრისთვის მოტანილი შეშის ღუმელი ოთახის ძირითად ადგილს იკავებს. ხის მაგიდაზე პური და ცოტა საკვებია დარჩენილი. ოთახში ლიანდაგების გასწორების და უსაფრთხოების წესების შემახსენებელი რუსული ინსტრუქციებია გაკრული. გვიხსნიან, რომ ეს ,,საბჭოთა კავშირის დროინდელია“, თუმცა დღესაც ამ სტანდარტით მუშაობენ. საოპერატორო განყოფილების მთავარი დანადგარიც იმ ეპოქისაა. მორიგე ოპერატორი ირაკლი მებაღიშვილი ამბობს, რომ რთული სამუშაო აქვს, თუმცა გარემო სალიანდაგო სამსხაურისგან ბევრად უკეთესია  - მისი საქმე  არ არის ლიანდაგებთან უშუალო შეხებაში, შესაბამისად  არც გამოსაცვლელი ადგილი და აბანო სჭირდება: ,,მე ნამდვილად უკეთეს მდგომარეობაში ვარ, თუმცა ვფიქრობ, რომ გასახდელების მდგომარეობა უნდა მიიხედოს. რაც შეეხება გაფიცვის შედეგებს ნამდვილად კმაყოფილები ვართ. იმედია, ნელ-ნელა ის პრობლემებიც მოგვარდება, რაც დარჩა“, - ამბობს მებაღიშვილი.

გარდაბნელი რკინიგზელები აცხადებენ, რომ სხვადასხვა სადგურებზე უმუშავიათ, მაგრამ მათ შორის ყველაზე რთული გარდაბნის პუნქტია. ამბობენ, რომ აღნიშნულ სადგურზე ტვირთის გადაზიდვა ყველაზე აქტიურად ხდება, როგორც აზერბაიჯანიდან ასევე მცირე აზიიდან, რაც სალიანდაგო სამსხაურის საქმეს  აათმაგებს. 

ახალი ამბები