კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაჩო ახალაიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოადგინა

19 ნოემბერი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოში სამხედროების წამების საქმეზე 1 ოქტომბერს  გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს ასაჩივრებს. 

სააპელაციო სასამრთლოში გამართულ სხდომაზე ბრალდების მხარემ ყოფილი თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე დასკვნითი სიტყვა წარმოადგინა.

 აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე 4 ეპიზოდისგან შედგება. პირველი ეპიზოდი სენაკის ქვეით ბრიგადაში სამხედროებისთვის  ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასა და 3 დღის მანძილზე აბანოში გამოკეტვას შეეხება. მეორე ეპიზოდი  ბიზნესმენ ზვიად აბესაძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. ვაზიანის ბრიგადაში სამხედროების წამებას შეეხება აგრეთვე მე-3 ეპიზოდი, მე-4 ეპიზოდი კი, პაატა პაატაშვილის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას შეეხებოდა.

სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი დარახველიძემ უდანაშაულოდ ცნო.

ახალაიასთან ერთად მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებულები - გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გიორგი კალანდაძე, მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური, ზურაბ შამათავა, მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაური, მერაბ კიკაბიძე, სეჟანტი ალექსანდრე გორგაძე და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები, გაგა მკურნალიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი.

შემდეგ სხდომაზე მოსამართლემ განაჩენი უნდა გამოიტანოს.

ახალი ამბები