კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ავტომანია აჭარის ხელისუფლებაში

19 დეკემბერი, 2013
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

აჭარის უმაღლესმა საბჭო 2014 წლის ჯიპის მოდელის ავტომობილს აღარ შეიძენს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ გადაწყვეტილება საზოგადოების მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილების შემდეგ მიიღო. აჭარის საკანონმდებლო ორგანო უახლოესი მოდელის ჯიპის შესაძენად 83 300 ლარს იხდიდა. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს ამ დროისათვის „ტოიოტა პრადო“ და „ტოიოტა კამრი“  ემსახურება. თუმცა, ის ახალი მანქნის შეძენას მათი გაუმართაობით ხსნის: „ამ დღეებში, ქედის მუნიციპალიტეტში გავემგზავრე, მაგრამ ავტომობილის გაუმართაობის გამო გზიდან დაბრუნება მომიხდა. ასევე, უმაღლეს საბჭოში შეიქმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და ადამიანის უფლებების დაცვის კომისია. აღნიშნულები სამსახურები საჭიროებენ ავტომობილით გადაადგილებას“. 

უმაღლესი საბჭოს მიერ ძვირადღირებული ავტომობილის შეძენამ უკმაყოფილება გამოიწვია თვით ხელისუფლებაშიც. 14 დეკემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა: „აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, რომელიც ამავე დროს „ქართული ოცნების“ წევრია, როგორც ჩანს, ვერ ათვიცნობიერებს პასუხისმგებლობას. ამ საკითხმა გამოიწვია საზოგადოებაში სამართლიან აღშფოთება. ის თვითონვე უნდა ხვდებოდეს ამას, თავს იკავებდეს სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე ძვირადღირებული ქონების შეძენისგან, რომელიც არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს მისი საზოგადოების მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის. ავთო ბერიძის საკითხს განიხილავს ქართული ოცნების პოლიტსაბჭო უახლოეს სხდომაზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“.
 
გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 2014 წლის მოდელის ჯიპის შესაძენად, აჭარის უმაღლესმა საბჭომ 6 დეკემბერს გამოაცხადა (https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=101232&lang=ge).

ტენდერთან დაკავშირებით წინადადებების მიღება 12 დეკემბერს დასრულდა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ „ტოიოტა ცენტრი თბილისმა“ მიიღო და შესაბამისად, გაიმარჯვა. 12 დეკემბერს, აჭარის უმღლესი საბჭოს აპარატის უფროსის, რამაზ ბოლქვაძისაგან „ტოიტა ცენტრი თბილის“-ს წერილიც გაეგზავნა, სადაც ტოიოტას ცენტრის ხელმძღვანელობას სთხოვდნენ ხელშეკრულების ხელმოსაწერად უმაღლეს საბჭოში გამოცხადებას. 14 დეკემბერს კი, აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის სატენდერო კომისიამ, ტენდერის შეწყვეტის ოქმი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-საიტზე განთავსებული სატენდერო განაცხადებების თანახმად, აჭარის უმაღლესმა საბჭომ გასული წლის დეკემბერში 2012 წელს გამოშვებული პიკაპის ავტომობილი 32 ათას ლარად, ხოლო მიმდინარე წლის აგვისტოში 2012 წლის გამოშვება ჯიპი _ 34 ათას ლარად შეიძინა.

აჭარის საკანონმდებლო ორგანო არ არის ერთადერთი სახელისფულო ორგანო, რომელმაც ძვირადღირებული ავტომობილების შესაძნად ბიუჯეტიდან თანხა გამოყო.  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 73, 500 ლარად 2013 წლის გამოშვების ჯიპი შეიძინა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 37 800 ლარად ჯიპის მოდელის მანქანა შეიძინა. სამინისტორს სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსის თემურ ბოლქვაძის განცხადებით, სამინისტრომ აღნიშნული მანქანა სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტისათვის შეიძინა.

ახალი ამბები