კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის შტაბი გამგებლის საქმიანობის შესწავლას ითხოვს

17 იანვარი, 2014
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის შტაბის წევრებსა და ოზურგეთის გამგებელს შორის ისევ დაპრისიპირებაა. შტაბმა გურიის ახალდანიშნულ გუბენრატორს, გიორგი ჩხაიძეს საფინანსო პოლიციისა და აუდიტის სამსახურის ჩამოყვანას სთხოვს, რათა ოზურგეთის გამგებლის, კოტე შარაშენიძის საქმიანობა შეისწავლონ.

„ოზურგეთს მართავს გამგებელი, რომელიც გარიგებაში იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჩვენი მოთხოვნაა ჩამოვიდეს ოზურგეთში საფინანსო პოლიცია და კოტე შარაშენიძის საქმიანობა შეისწავლოს,“ – აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი ნუგზარ გიორგაძე.

„ჩემი კომპეტენცია არ არის მუნიციპალიტეტის გამგებლის დანიშვნა, ეს საკრებულოს გადასაწყვეტია. გაზაფხულზე ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და იქ გაირკვევა ყველაფერი. რაც შეეხება ბრალდებებს, სრული უფლება აქვს დაინტერესებულ მხარეს  მიმართოს საგამოძიებო უწყებებს“ – განაცხადა გიორგი ჩხაიძემ, „ქართული ოცნების“ წევრების პრეტენზიის შესახებ.

გაცნობებთ, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კოალიცია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“  ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ლიდერებმა კოტე შარაშენიძის გადაგომის მოთხოვნით პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილსა და მისი საარჩევნო შტაბის ლიდერს, დავით საგანელიძეს მიმართეს. მიმართვას ხელს აწერენ „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩია, რესპუბლიკური პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ტიფო მიქატაძე, „თავისუფალი დემოკრატების“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დიმიტრი კვერღელიძე, „ეროვნული ფორუმის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე შოთა გოგიბერიძე. 

„გაცნობებთ, რომ წინამდებარე მიმართვა გამოიწვია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დღეს არსებულმა უკიდურესად გამწვავებულმა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა პროცედსებმა, რომელიც დღითიდღე პროგრესირებს. ხსენებული გამოწვეულია იმით, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან განახორციელა მთელი რიგი სამართლებრივი და პოლიტიკურად არასწორი მოქმედებები, რამაც ადგილობრივი საზოგადოების უკიდურესად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია“-  აღნიშნულია მიმართვაში.

ხელმომწერთა განცხადებით, მათ აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ყველაფერი წლების წინ არსებული კორუფციული სქემების შესანარჩუნებლად კეთდება. მათი თქმით, შარაშენიძის მოღვაწეობის ათთვიანმა პერიოდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამოიწვია პროცესების არასათანადოდ განვითარება.

მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, რომ ოზურგეთის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები არიან ჩართულნი. ასევე ისინი ბრალს დებენ „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ლიდერებს იმაში, რომ მათ გაწყვეტილი აქვთ ყველანაირი ურთიერთობა კოალიციის სხვა წევრებთან. გამგეობის და სხვა ორგანოთა გადაწყვეტილებებში უხეშად ერევიან არაუფლებამოსილი პირები და სხვა.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ  გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი საკმაოდ ხშირად იმყოფება არაფხიზელ მდგომარეობაში და ფიზიკურად უპირისპირდება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს. 

განცხადებაში აღნიშნულ ინფორმაციაზე კოალიციას ჯერ რეაგირება არ მოუხდენია და კოტე შარაშენიძე დღემდე თანამდებობაზე რჩება.
Humanrights.ge კომენტარისათვის ოზურგეთის გამგებელს, კოტე შარაშენიძეს დაუკავშირდა, ის ბრალდებებს უარყოფს: „ჩემსა და კოალიციას შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. არ ვიცი ვის უნდა ის, რომ საფინანსო პოლიცია შემოვიდეს. მე ვარ გამგებელი და მაქვს უამრავი საქმე“ – განაცხადა შარაშენიძემ.

ახალი ამბები