კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ „საქართველოს მოსამართლეთა ერთობამ“ შეხვედრა გამართა

5 თებერვალი, 2014
 
„საქართველოს მოსამართლეთა ერთობამ“ რუსთავში  მოსამართლეებთან, ადვოკატებთან და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მთავარი თემები: მოსამართლეთა დანიშვნა, დაწინაურება და მივლინება - არსებული ხარვეზები  კანონმდებლობასა და პრაქტიკაში იყო.

„საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია შეიცვალოს არსებული კანონმდებლობა და მოსამართლეთა დანიშვნის წესი დაიხვეწოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხარვეზებია, როგორც კანონმდებლობაში, ისე პრაქტიკაში. 

მოქმედი კანონმდებლობით, მოსამართლეთა დანიშვნა გულისხმობს კონკრეტულ თანამდებობაზე მოსამართლისთვის სამოსამართლო უფლებამოსილების დაკისრებას, რაზეც გადაწყვეტილება  მიღებული უნდა იქნეს საბჭოს წევრთა ხმების 2/3-ით. თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ბოლოს ჩატარებულ კონკურსის შედეგად 12 მოსამართლე დანიშნა ისე, რომ არ გადაწყვეტილა საკითხი, თუ რომელ სასამართლოებში დაინიშნენ ისინი. ფაქტობირვად მათ მიენიჭათ მოსამართლის სტატუსი. საბჭომ საკითხის განხილვა განაგრძო შემდეგ სხდომაზე და რამდენიმე მოსამართლის თანამდებობაზე გამწესება ხმათა უბრალო უმრავლესობით გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ კანონი აწესებს მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას იქნეს ხმების 2/3-ით. 

„საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ მიიჩნევს, რომ გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესი საკითხია მოსამართლეთა რიცხოვნობა, ჯერ კიდევ დაუდგენელია რა რაოდენობის მოსამართლეა საჭირო ქვეყანაში. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლეთა გადატვირთულობა აქტუალური პრობლემაა, რაც საჭიროებს გაუმჯობესებას. 


აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია რეზერვში ჩარიცხული მოსამართლის შესახებ რეგულაციები. მოსამართლე სასამართლოს ლიკვიდაციიდან ან მოსამართლის თანამდებობის შემცირებიდან არა უგვიანეს 3 თვისა თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და წინასწარი წერილობითი თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირიცხება რეზერვში 3 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. მოსამართლე რომელიც გათავისუფლდა აღნიშნული წესით არის რეზერვში, ამ პერიოდის განმავლობაში იღებს თანამდებობრივ სარგოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობით. მას წინასწარი წერილობითი თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება ნებისმიერ დროს დაეკისროს სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. ამ შემთხვევაში მოსამართლე რეზერვიდან ამორიცხულად ითვლება უფლებამოსილების დაკისრების ვადით.

რეზერვში მყოფი 5 ადამიანის მიუხედავად არ ხდება მათი თანამდებობებზე გამწესება რაც სრულიად გაურკვეველი გადაწყვეტილებაა, იმავდროულად ცხადდება ვაკანსიები მოსამართლის თანამდებობაზე. აღნიშნული პრაქტიკა გაურკვეველ ვითარებაში ამყოფებს რეზერვში ჩარიცხულ მოსამართლეებს, რადგან ისინი  მუდმივად არიან მოლოდინის რეჟიმში და აქვთ იმედი რომ გამწესედებიან თანამდებობებზე. გარდა ამისა, რეზერვში ჩარიცხულ მოსამართლეებზე ვრცელდება იგივე შეზღუდვები, რაც მოქმედ მოსამართლეებზე. 

მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი გამონაკლისისა. 

„საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია შეიცვალოს მოსამართლეთა დანიშვნის კრიტერიუმები და წესი. ასევე, აუცილებელია დარეგულირდეს მოსამართლეთა საშტატო რიცხოვნობის საკითხი და განისაზღვროს მოსამართლეთა საჭირო რაოდენობა. ყველაზე მნიშნველოვანია დაიხვეწოს მოსამართლეთა რეზერვის საკითხი და აღმოიფხვრას ის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც რეზერვში მყოფ მოსამართლებს წლების განმავლობასი ამყოფებს გაურკვეველ მდგომარეობაში. 

ახალი ამბები