კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

'ჩვენ დავრუნდებით ხელისუფლებაში' - ნაციონალებმა სამომავლო მიზნები ქუთაისელ აქტივს გააცნეს

7 თებერვალი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი
       
"ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავიქოქოთ და წავიდეთ სიღრმეებში, რათა თითოეული მოქალაქის პულსზე გვეჭიროს ხელი და ვიცოდეთ, ვის რა საჭიროებები აქვს. ჩვენი მთავარი ამოცანაა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავბრუნდეთ ხელისუფლებაში" - ამ პათოსით წარიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და ქუთაისელი პარტიული აქტივის შეხვედრა ქუთაისში.

ადგილობრივ "ნაციონალურ" გუნდს, ასევე, პარტიის თანამოაზრეებს და ახალგაზრდულ ფრთას პარლამენტარები გიორგი ვაშაძე და გიორგი თევდორაძე შეხვდნენ. 

სამომავლო გეგმები, ევროპული მომავალი, შიდა პარტიული გადაჯგუფებები, მეტი კონტაქტი ხალხთან, პრაიმერის გზით შერჩეული მერობის და გამგებლობის კანდიდატები - ეს ის საკითხებია, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ადგილობრივ მხარდამჭერებთან ისაუბრეს.

"ჩვენი მიზანია "ნაციონალური მოძრაობა გახდეს ღია პლათფორმა და ნებისმიერ ადამიანს თუ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, ჰქონდეს საშუალება სწორედ ამ პლათფორმის მეშვეობით აქტიური მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ქვეყნის განვითარებაში. ვფიქრობთ, ამით, ადამიანები მოახდენენ საკუთარი თავის რეალიზებას და ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციაც გაცილებით წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული იქნება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

მან იქვე თანამოაზრეებს პლათფორმის არსი განუმარტა. თქვა, რომ საქართველოში პარტიები ჩაკეტილი სისტემაა. ყველგან ერთიდაიგივე სახეები ტრიალებენ და ყველაფერი თითქოს მონოპოლიზირებულია. 

"ჩვენ გვსურს გავხსნათ ჩვენი პარტიის კარები და ამ პოლიტიკურ პროცესში შემოვუშვათ ადამიანები, რათა გარემო გახდეს კონკურენტუნარიანი და მეტად გაჯანსაღდეს. რამეთუ, მიგვაჩნია, რომ თითოეული ადამიანის აზრი ამა თუ იმ საკითხზე, მეტად მნიშვნელოვანია", - განმარტა გიორგი ვაშაძემ.
არსებული ხელისუფლების კრიტიკას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არც ამჯერად გაექცნენ და შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე საუბრის გარდა, მთავარი აქცენტები პოლიტიკური გაერთიანება "ქართულ ოცნების" მიერ ქვეყნის მართვის სტილსა და მეთოდებზე დასვეს. ვაშაძის განმარტებით, დღევანდელი ხელისუფლება უნიათოა და მას არ შესწევს ძალა, ქვეყანა მართოს: "თავის მართლება და საქმის გადადება დღევანდელი ხელისუფლების მართვის სტილია. მათ იციან, რომ ვერასდროს გახდებიან ძლიერი პოლიტიკოსები. ამიტომ ცდილობენ, დაგვასუსტონ ჩვენ. თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ თქვენც და ისინიც, რომ არაფერი გამოუვათ. ისინი, ჩვენგან განსხვავებით, თავდაჯერებული უუნაროები არიან (ჩვენ თავდაჯერებული უნარიანები ვიყავით). ჩვენი მთავარი მიზანია  კვლავ გავხდეთ ქვეყნის მმართველი  ძალა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ამაში კი, ის შიდა დემოკრატია და მმართველობის თავისუფალი სისტემა დაგვეხმარება, რომელიც ჩვენი მიზანია და რომლისთვისაც მუშაობა პრაქტიკულად დაწყებულია", - განაცხადა ვაშაძემ.   
მან პრაიმერის გზით მერობისა და გამგებლობის კანდიდატების შერჩევაზეც ისაუბრა და პირობა დადო, რომ ქუთაისში, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" პრაიმერის გზით შერჩეული კანდიდატი ეყოლება. 

ახალი ამბები