კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 15 ივნისს ჩატარდება

24 თებერვალი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი
 
„2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში კიდევ უფრო უკეთესად ჩატარდება, ვიდრე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. ეს იქნება თვისებრივად უკეთესი არჩევნები და ჩვენ ამით დავასრულებთ 2012 წელს დაწყებული დემოკრატიის კონსოლიდაციას ჩვენს ქვეყანაში“, -  ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილმა წარმატებული უწოდა,ზოგადად,2013 წელს და დასძინა:  „საქართველოში არასდროს გადაიხედება ევროპული არჩევანი. ეს ჩვენი წინაპრების არჩევანია, ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა! ნატო ჩვენი პრიორიტეტია!“

მარგველაშვილმა დადებითად შეაფასა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები. „2014 წელს ჩვენ უნდა შევძლოთ და ავამუშაოთ ეს რეფორმა. უნდა გამოვაცხადოთ სრული მზადყოფნა ამისთვის, დავიწყოთ მუშაობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, - განაცხადა მან და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღად 2014 წლის 15 ივნისი გამოაცხადა.

ახალი ამბები