თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები შეშფოთებული ვართ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ უფლებადამცველების მიმართ განხორციელებული უპრეცედენტო სადამსჯელო ღონისძიებების გამო. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, თითქმის მსგავსი ბრალდებებით (გადასახადების თავიდან არიდება, უკანონო ბიზნესი და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ასევე სამშობლოს ღალატი) 4 უფლებადამცველი დააკავეს, რომლებიც გამოირჩეოდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკით.