ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი
გორში, ძველი ისტორიული უბნის, შეჩერებული სარეაბილიტაციო სამუშაობის გაგრძელების მოთხოვნით ,,ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისის წარმომადგენლებმა ნახევრად რებილიტირებულ ქუჩაზე აქცია გამართეს და ,,ქართული ოცნება“ უმოქმედობაში დაადანაშაულეს.
აქციის პარალელურად მოეწყო გამოფენა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაწყებული, ძველი უბნის რეაბილიტაციის ფოტოები იყო გამოფენილი.
კახა ტოლიაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრი:,, ორი წელია უკვე რაც გორის ციხის უბნის რეაბილიტაციის პროექტი შეჩერებულია, რომელიც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო. წერეთლის ქუჩისთვის ძველი გორის იერსახის დაბრუნების პროექტი 240 სახლის, მიმდებარე ქუჩების და გორის ციხის მთლიან რეაბილიტაციას ითვალიწინებდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს პროექტი შეჩერდა და უამრავი სამუშაო ადგილი დაიკარგა. პროექტის შეჩერებამ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება შეაფერხა. ჩვენ გეგმაში გვქონდა საოჯახო სასტუმროების გაკეთება, ამ პროექტს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს გორისა და მთლიანად რეგიონისთვის ტურისტული პოტენციალის განვითარების კუთხით, რომელიც თავის მხრივ, მთავრი პრიორიტეტია ჩვენი ქალაქის ეკონომიკური განვითარებისთვის“.
ქალაქ გორის მერიაში აღნიშნავენ რომ წინა ხელისუფლების მიერ რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისას დაშვებული იქნა საპროექტო და სამართლებრივი შეცდომები.
ნინო ბერძენიშვილი, გორის მერიის საზოგადოების სამსახურის წარმომადგენელი: „პროექტისთვის, 8 მილიონი ლარი დაიხარჯა, კერძო კომპანიებს დაავლეს კომუნიკაციების მოწერიგება, სასმელი წყლის მილების, ელეტრო გადამცემი ხაზების, საკანალიზაციო სიტემის მოწესრიგება და შესრულებული სამუშაოების მიუხედავად ერთი თეთრიც არ გადაურიცხეს. ასევე ერთ-ერთმა მოქალაქემ არასწორად შესრულებული სამუშოების გამო სასამართლოს მიმართა და 64 000 ლარს ითხოვს. არათუ ძველი უბნის რესტავრაცია, არამედ რებილიტაცია მოხდა და ის კუტურული ეთნოქგრაფიული ღირებულება დაეკარგა უბანს.“
მერიაში აცხადებენ, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან კომპეტენტური ადამინებისგან შემდგარი ჯგუფის ჩამოსვლა იგეგმება გორში, რომლებიც ადგილზე გაეცნობიან ძველი უბნის არქეოლოგირ-ეთნოგრაფიულ ღირებულებს. სამუშაო ჯგუფის მიერ დასკვნის დადების შემდეგ, მოხდება გორის ძველი უბნის რეაბილიტაციიის პროექტის დასრულება.