კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიმართვა თბილისში პოლიციის მიერ მშვიდობიანი აქციის ხელშეშლის თაობაზე

26 ივნისი, 2015
2015 წლის 12 ივნისს, თბილისში, ჰეიდარ ალიევის სკვერში თბილისის ადამიანის უფლებათა სახლს და მის წევრ ორგანიზაციებს პოლიციამუკანონოდ არ მისცა მშვიდობიანი აქციის გამართვის შესაძლებლობა. 

აქციის მონაწილეები სლოგანით - „სპორტი ადამიანისუფლებებისთვის“ აზერბაიჯანში ევროპული თამაშების გახსნას აპროტესტებდნენ. ეს თამაშები ბაქოში ტარდება ბოლო ერთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანში უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების უპრეცენდენტო დევნისა და დაპატიმრებების ფონზე. 

12 ივნისს თბილისში თხუთმეტამდე მშვიდობიან აქტივისტს ჰეიდარ ალიევის სკვერი პოლიციელებით შემოსაზღვრული დახვდათ და შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ. ეს მაშინ,  როცა სკვერში სხვა მოქალაქეებისთვის შესვლა დაშვებული იყო. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა აქციის გამართვა არ არღვევდა არც კონსტიტუციას და არც საქართველოს კანონს „შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ“. მსგავსი აქციის გამართვას არ სჭირდებოდა სპეციალური ნებართვა.

მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, პოლიციელებმა არ განმარტეს, რა სამართლებრივი საფუძვლით არ აძლევდნენ შესაძლებლობას აქტივისტებს, შესულიყვნენ სკვერში აქციის გასამართად. ერთადერთ მიზეზად ასახელებდნენსხვა ღონისძიებას, რომელიც მოცემულ ადგილას უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ რეალურად არც ეს აღმოჩნდა უტყუარი ინფორმაცია. შესაბამისად, აქციის ორგანიზატორებს უსაფუძვლოდ აეკრძალათ სკვერში აქციის გამართვა. საბოლოოდ პოლიციამ ისინი აიძულა, სხვა ადგილას (სკვერის მოპირდაპირე მხარეს) გადასულიყვნენ. 

სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი სამართალდამცავი ორგანოს ზოგიერთი თანამშრომელი აქციის მსვლელობისას ცდილობდა მშვიდობიანი აქტივისტების პროვოცირებას და გამოწვევას. აქციის დასრულების შემდეგ კი უკან გაჰყვნენ აქტივისტებს, რითაც კიდევ ერთხელ შეზღუდეს კონსტიტუციით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების უფლება. 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და წევრი ორგანიზაციები აღშფოთებულები არიან შეკრებისა და აზრის გამოხატვის ფუნდამენტური უფლების დარღვევის გამო. 

მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობას და პარლამენტს შესაბამისი რეაგირებისთვის და ვითხოვთ: 

·დაუყოვნებლივ შეისწავლონ ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ქმედებები შესაძლო დანაშაულის თუ დისციპლინური დარღვევების იდენტიფიცირების მიზნით; 
ხოლო მათი გამოვლენის შემთხვევაში, განხორციელდეს შესაბამისი რეაგირება; 

·თუ გამოვლინდება, რომ პოლიციელები მოქმედებდნენ ზემდგომი პირების დავალებით, შეისწავლონ აღნიშნულის შესაბამისობა კანონთან და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, ზემდგომი პირების მიმართ გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული ზომები; 

·გაატარონ პრევენციული ზომები მომავალში პოლიციელთა მხრიდან შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელშეშლის აღსაკვეთად.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და წევრი ორგანიზაციები:

კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ადამიანისუ ფლებებისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრი - კავკასია; 
კავშირი საფარი; 
მედიის ინსტიტუტი; 
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT).

ახალი ამბები