კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელი აირჩიეს

14 მარტი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

4 მარტს გამართულ საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელი ილია მეტრეველი აირჩიეს. სხდომას 15 წევრიდან 13 დეპუტატი ესწრებოდა. ფარული კენჭისყრის შედეგებით, ილია მეტრეველმა 10 ხმა მიიღო.    საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ  კი „ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის“ სიით  გასული საკრებულოს წევრი ზურაბ როსებაშვილი აირჩიეს. ოპოზიციის წარმომადგენლების ქალაქის საკრებულოს სათავეში მოსვლას კოალიცია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი.

„ფაქტრობირვად საკრებულო უმოქმედო მდგომარეობაში იყო. ფრაქციის წევრებმა დააყენეს ჩემი კანდიდატურა, რომელსაც ხმათა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი“,- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველმა.

საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ საკრებულომ ისევ ზაზა მეზვრიშვილი აირჩია, 6 თანამდებობის პირიდან ერთ-ერთი სწორედ  მეზვრიშვილი იყო, რომელიც  5 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე გადააყენეს. საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე სივრცით დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.   ნინო ზურაბიშვილი კი ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავჯდომარე გახდა. 
  
საკრებულოში მიმდიანრე ცვლილებებს „პოლიტიკურ ვაჭრობას“ უწოდებს საკრებულოს წევრი თამარ თედლიაშვილი.

„ქართული პარტია და კოალიცია ქართული ოცნება მოლაპარაკებებს ისე აწარმოებდნენ, თითქოს, ვაჭრობდნენ ერთმანეთთან. საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული პარტიის“ წევრის არჩევა და მოადგილედ „ბურჯანაძის“ პარტიის წევრის არჩევა ბევრ რამეზე მეტყველებს”,- აღნიშნა საკრებულოს წევრმა თამარ თედლიაშვილმა.

„ამჟამად საკრებულოში რთული ვითარებაა შექმნილი. ამიტომ არსებული სიტუაციიდან ყველაზე კარგი გამოსავალი ეს იყო. ჩვენ ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას ქალაქის წინაშე“,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ნინო ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები