კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) განცხადება 17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

20 მაისი, 2016
 
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ეხმიანება მიმდინარე წლის 17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს და გამოხატავს შეშფოთებას სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტთა დაკავების გამო.

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღების თარიღს, 1990 წლის 17 მაისს უკავშირდება. ეს დღე საქართველოში პირველად 2013 წლის 17 მაისს აღინიშნა. სამი წლის წინ ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე, მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

2016 წლის 17 მაისს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ჰომოფობიასა და ტრანსოფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მშვიდობიანად ჩატარება და საინიციატივო ჯგუფს ვერ მისცა, აქციის გამართვის შემთხვევაში, უსაფრთხოების გარანტიები. აქტივისტების დამოუკიდებელი ჯგუფის განცხადებით, ძალადობის მოსალოდნელი საფრთხეებისა და ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიების არარსებობის გამო, მათ უარი თქვეს საჯარო გამოსვლაზე. თუმცა, თემის წარმომადგენლებისა და სხვადასხვა აქტივისტის მიერ განხორციელდა რიგი აქტივობებისა. მათ სხვადასხვა ფორმით გამოხატეს პროტესტი, რის გამოც რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის იყო თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაცია „საფარის“ ორი თანამშრომელიც. 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მიმართავს შესაბამის უწყებებს და მოითხოვს, დაიწყოს დროული და ობიექტური მოკვლევა მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. გამოავლინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი სამართალდამცავი პირების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას და განახორციელოს ქმედითი ზომები სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი ქმედებების აღსაკვეთად. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მოუწოდებს შესაბამისს უწყებებს, უზუნველყოს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა განუხრელი დაცვა.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები: 
ადამიანის უფლებათა ცენტრი;
კავშირი საფარი;
კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
მედიის ინსტიტუტი;
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT).

ახალი ამბები