2016 წლის საპარლამენტო არჩევნების კონკურენტულ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. სწორედ არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარებამ უნდა განამტკიცოს მოპოვებული მიღწევები და ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის სწრაფვას ევროპული ინტეგრაციის გზაზე.