ხვალ 11:00 საათზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გამართავენ ერთობლივ პრესკონფერენციას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადვოკატთა საქმიანობის უკანონოდ ხელშეშლის ფაქტებთან დაკავშირებით. პრესკონფერენციას დაესწრებიან ადვოკატები, რომლებსაც სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლებმა კონფიდენციალური ჩანაწერების გამჟღავნება მოსთხოვეს.
მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. # 36
ადამიანის უფლებათა ცენტრი
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია