კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყოფილი მსჯავრდებული სასჯელაღსრულების სამინისტროსგან ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს

6 ივლისი, 2016
 
ქრისტინე პახომოვი

ყოფილი მსჯავრდებული პაატა ფხოველიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასამართლოში უჩივის. ფხოველიშვილი სამინისტროსგან ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურებას, 160 000 ლარს მოითხოვს.

სასამართლოში პაატა ფხოველიშვილის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ნესტან ლონდარიძე იცავს. 

„2006-2012 წლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არაერთი მსჯავრდებული იყო არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი. მსჯავრდებულებზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა, რამაც ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა ბევრ მსჯავრდებულს. რამდენიმე მათგანი დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებულ ცემა-წამებაში დაზარალებულად ცნეს“,- აღნიშნა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ნესტან ლონდარიძემ.

ლონდარიძის თქმით, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, აღნიშნული ტიპის დაზარალებულებს უფლება აქვთ, მოითხოვონ კომპენსაცია არა მხოლოდ დანაშაულის შედეგად ხელყოფილ ქონებრივ  სიკეთეზე, არამედ გაუარესებული ჯანმრთელობის რეაბილიტაციისათვის. 

პაატა ფხოველიშვილი პატმრობაში 2008 წლის 7 ივლისიდან  2015 წლის 31 დეკემბერამდე იმყოფებოდა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას მას განუვითარდა რამდენიმე მძიმე დაავადება. 2016 წლის 14 ივნისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ყოფილ მსჯავრდებულს აღენიშნება სხვადასხვა სახის დაავადება.

„2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიის აქტივისტი ვიყავი და პრეზიდენტობის კანდიდატ, ლევან გაჩეჩილაძეს ვუჭერდი მხარს. ჩემი დაპატიმრების მიზეზიც ეს იყო. რამდენჯერმე გამაფრთხილეს, გავჩუმებულიყავი და აქტივობა შემეწყვიტა. რამდენჯერმე კი ნარკოლოგიურში გადამიყვანეს, თუმცა, არცერთ შემთხვევაში ტესტმა დადებითი პასუხი არ აჩვენა.  ამის შემდეგ კი, რუსთავის მაგისტრალზე გამაჩერეს და ნარკოტიკული საშუალება „ჩამიდეს“, რის საფუძველზეც დამაკავეს. გლდანის ციხეში მიყვანისას, მკითხეს ვაღიარებდი თუ არა ბრალს, რაზეც პასუხი იყო - არა. პირველივე დღიდან დაიწყეს ჩემი წამება. გვიკრძალავდნენ ფანჯარასთან მისვლას, აბაზანიდან გასაპნულს გვიშვებდნენ. მათ ზოგჯერ მიზეზიც კი არ სჭირდებოდათ ჩვენი წამებისთვის. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ტუბერკულოზზე ვმკურნალობდი, სწორედ სამკურნალო დაწესებულებიდან გადმოყვანისას საკაცეზე დაწოლილს მცემა ბადრაგმა, რადგან ჩემი ტანსაცმლის გადაყრის ფაქტს შევეწინააღმდეგე“,- განაცხადა ყოფილმა მსჯავრდებულმა პაატა ფხოველიშილმა humanrights.ge-სთან საუბრისას.

ყოფილი მსჯავრდებულის პაატა ფხოველიშვილის განცხადებით, შესაძლოა, ადვოკატთან ერთად წამოაყენოს გამამართლებელი განაჩენის მოთხოვნა: „უნდა დავამტკიცო, რომ ციხეში სრულიად უდანაშაულო ვიჯექი.“

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ნესტან ლონდარიძის თქმით, ყოფილი მსჯავრდებული პაატა ფხოველიშვილი დაზარალებულად არის ცნობილი: „დადასტურებულია, რომ ფხოველიშვილს ნამდვილად აქვს მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანი.“

ნესტან ლონდარიძის თქმით, მოსამზადებელი პირველი სხდომა უკვე გამრთულია  და შესაძლოა, სასჯელაღსრულების სამინისტრომ, მორიგების მიზნით, დაზარალებულს თანხა შესთავაზოს. მოსარჩელე მხარე კი გადაწყვეტს, იქნება თუ არა მისაღები შემოთავაზებული თანხა მისთვის.

„არსებულმა პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო, მორიგების სახით, მიზერულ თანხას სთავაზობს დაზარალებულებს. ყოფილ მსჯავრდებულ, წამების მსხვერპლ, თამაზ რასოიანს, რომლის უფლებებსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს, 7 ათასი ლარი შესთავაზეს ზიანის ანაზღაურების მიზნით, რაც არაადეკვატურად მიგვაჩნია. (თამაზ რასოიანი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსგან ფიზიკური და მორალური ზარალის ანაზღაურებისთვის კომპენსაციას  500 000 ლარის ოდენობით ითხოვს.)“,- აღნიშნა იურისტმა, ნესტან ლონდარიძემ.

ყოფილი მსჯავრდებულის, პაატა ფხოველიშვილის განცხადებით, ცემა-წამების მსხვერპლი სასჯელაღსრულების დაწესებულების თითქმის ყველა მსჯავრდებული იყო, ზოგი მათგანი კი, დღემდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია.

ახალი ამბები