კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი არასრულწლოვანი ორსული გოგონას გაუპატიურების საქმის ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს

1 აგვისტო, 2016
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის სამართალდამცველი ორგანოების გულგრილობითა და არაეფექტური რეაგირებით დანაშაულზე, რომელიც მოიცავს დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ორსულ გოგონაზე სექსუალურ ძალადობას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარების თხოვნით მომართა მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 16 წლის გოგონას მშობლებმა. მათი ინფორმაციით, 8 ივლისს, არასრულწლოვანი ორსული გოგონა წინასწარი შეცნობით ძალადობით გააუპატიურა მეუღლის ნათესავმა 47 წლის მამაკაცმა.

დაზარალებულის ოჯახის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. დაიკითხა პირი, რომელმაც დანაშაული აღიარა. ოჯახის ინფორმაციით საგამოძიებო უწყების მიერ დაინიშნა ექსპერტიზა, დაჩქარებული წესით დასკვნის მომზადების მოთხოვბით, მაგრამ ექპერტიზის დასკვნა დღემდე არ არის საგამოძიებო უწყებაში წარდგენილი.  

მიუხედავად, იმისა, რომ შემთხვევიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა, დამნაშავე პირი ისევ დაუსჯელია და არსებობს საფრთხე, რომ იგი სასჯელის მოხდის თავიდან აცილების მიზნით მიიმალოს.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა რეაგირების მიზნით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას და მოითხოვა, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, არასრულწლოვან ორსულ გოგონაზე სექსუალური ძალადობის ფაქტის ეფექტური და დროული გამოძიების წარმოების მიზნით. ორგანიზაციამ, ასევე, მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მოთხოვნით, უმოკლეს ვადაში მოამზადოს ექსპერტიზის დასკვნა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

პრეს-რელიზი მომზადდა პროექტის  „ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში. 

ახალი ამბები