კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

4 მილიონი ლარით გაღარიბებული რუსთავის ბიუჯეტი

9 იანვარი, 2017
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

2017 წელს რუსთავის საკრებულომ მიიღო ბიუჯეტი, რომელიც 34,074,2 ლარით განისაზღვრა, გასული წლის დასაწყისში ადგილობრივი ბიუჯეტი 38, 877, 3 ლარს შეადგენდა. ბიუჯეტის შემცირება აისახა როგორც ინფრასტრუქტურისთვის გათვალისწინებულ, ასევე სოციალურ ხარჯებზეც. თუ გასულ წელს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალური უზრუნველყოფისთვის დაგეგმილი იყო 4 მილიონ 104 ათასი ლარის დახარჯვა, წელს დაგეგმილი და გამოყოლია, 2 მილიონ 828 ათასი. შემცირდა ინფრასტრუქტურის ხარჯიც: 2016 წელს იგი შეადგენდა 23 მილიონ 729 ათას ლარს, წელს კი 12 მილიონ 865 ათასით განისაზღვრა.

რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებებით თანხების ზრდა წლის განმავლობაში მოხდება.  
„სოციალური ბიუჯეტის ზრდა ეტაპობრივად მოხდება წლის განმავლობაში შემოსული განცხადებების შესაბამისად. სოციალური ბიუჯეტი და სოციალური პროგრამები კვლავ შეუფერხებლად განხორცილედება 2017 წელს, როგორც ეს გასულ წელს ხდებოდა“, - კომენტარს რუსთავის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თამარ აქუბარდია აკეთებს. აცხადებეს, რომ 2017 წლის ბიუჯეტის „სიღარიბე“ ობიექტურმა გარემოებებმა განაპირობა.

„2016 წლის ბიუჯეტთან შედარებით წლევანდელი  ბიუჯეტის ნაკლები პარამეტრებით განსაზღვრა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ გასულ წელს ადგილობრივ ბიუჯეტში მოხდა თანხების მობილიზება წინა წლების განმავლობაში დაგროვებული ქონების და მიწის გადასახადების ამოღების ხარჯზე.  ზოგადად, ბიუჯეტი იქნება მზარდი და წლის დასაწყისში განსაზღვრული პარამეტრები წლის განმავლობაში შემოსული გადასახადების და ცენტრალური ტრანსფერის ხარჯზე გაიზრდება“, - დასძენს აქუბარდია.
რუსთავლებს თავიანთი ქალაქის ბიუჯეტის შესახებ მწირი ინფორმაცია აქვთ. ადამიანები ვისაც ვესაუბრეთ აცხადებენ, რომ არ იციან, რა არის მათი ქალაქის ბიუჯეტის წლევანდელი პრიორიტეტი. აქვთ მხოლოდ სურვილები, რომელთა თანახმადაც ისურვებდნენ ახალი სოციალური პროგრამების დამატებას და ქალაქში ამ დრომდე დარჩენილი მოუვლელი სკვერების რეაბილიტაციას.

„ვისურვებდი, რომ უფრო მეტი გაეკეთებინა ადგილობრივ ხელისუფლებას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. კი არის მათთვის პროგრამები, მაგრამ ეს არაა საკმარისი. თვითონაც ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაა ქალაქში“, - საუბრობს რუსთაველი თამარ მაისურაძე. 

ქალაქის ბიუჯეტს არ იცნობს ადგილობრივი ნინო ვეფხვაძე, თუმცა ფიქრობს, რომ აღნიშნული სწორად იქნება შედგენილი.
„ბევრი რამ გაკეთდა ჩვენს ქალაქში. ამის დაუნახაობა არ შეიძლება. გალამაზდა რუსთავი, ახლა უნდა იზრუნონ იმ სკვერებზეც, რომლებიც გარეუბნებშია “, - საუბრობს ვეფხვაძე. 

ბიუჯეტს არც რუსთაველი კახა აბესაძე იცნობს. თუმცა მიიჩნევს, რომ ამ დოკუმენტში ქალაქისთვის სასიკეთო არაფერი იქნება.

ახალი ამბები