კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება

31 აგვისტო, 2017
 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაიწყო ახალი პროექტი - „2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგი საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება. 

პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ცენტრი, მონიტორინგის გზით, შეაფასებს საქართველოს საარჩევნო პროცესის შესაბამისობას საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებთან, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და  შერჩეულ საარჩევნო უბნებში უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის  გამჭვირვალობას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს ორ რეგიონში დააკვირდებიან:  1. კახეთის რეგიონში, საგარეჯოს, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; 2. შიდა ქართლის რეგიონში, გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში.

მონიტორები საარჩევნო პროცესს უბნის გახსნიდან ხმების დათვლის პროცედურების დასრულებამდე და საბოლოო ოქმის შევსებამდე დააკვირდებიან. დარღვევების თაობაზე მომზადებულ საჩივრები მომზადდება საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიებისთვის, საჭიროების შემთხვევაში - სასამართლოსთვის. დამკვირვებლები ბოლომდე მიჰყვებიან ყველა პროცესს საბოლოო შედეგის მიღებამდე. 

საარჩევნო დღის განმავლობაში დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ოპერატიულად გამოქვეყნდება ორგანიზაციის ინტერნეტ-გაზეთში - www.humanrights.ge, ქართულ და ინგლისურ ენებზე და მიეწოდება სხვადასხვა მედიასაშუალებებს.

არჩევნების შემდეგ, საარჩევნო პროცესის დაკვირვებისას აღმოჩენილ დარღვევებზე და სხვა მიგნებებზე ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოაქვეყნებს ორენოვან ანგარიშს. მასში დასკვნის სახით შევა რეკომენდაციები როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე საქართველოს პარლამენტისა და შესაბამის უწყებების მიმართ. 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს ადამიანის უფლებათა ცენტრი ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით განახორციელებს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები