ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმესთან დაკავშირებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შსს, საერთო სასამართლოების დეპარტამენტი და რუსთავის საქალაქო სასამართლო სამართალდამრღვევად ცნო. მედიისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ადამიანის უფლებათა ცენტრი და ადვოკატი გიორგი მდინარაძე ხვალ, 21 სექტემბერს, 12:30 საათზე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
მისამართი: თბილისი, მელიტონ ქანთარიას 11 ა. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, 0 სართული.