კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩევნების შედეგები და საარჩევნო პროცესის შეფასება ქარელის მუნიციპალიტეტში

28 ოქტომბერი, 2017
  ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი 

თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით ქარელის მუნიციპალიტეტის მერი, მოქმედი გამგებელი და სახელისუფლებო პარტიის კანდიდატი ზაზა გულიაშვილი გახდა, მან 10 450 ხმა მიიღო, რაც არჩევნებზე მისული ამომრჩევლის  65.97%-ს შეადგენს, 18.73% (2 967 ხმა) მიიღო და მეორე ადგილზე გავიდა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი ნიკოლოზ ახალკაცი. 8.87% მიიღო საარჩევნო ბლოკი ,,ბაქარაძე-უგულავა ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატმა მარლენ ლომიტაშვილმა. ,,პატრიოტთა ალიანსის"  მერობის კანდიდატს ზურაბ ქველაძეს 5,4%-მა (855 ხმა) დაუჭირა მხარი. საარჩევნო ბლოკი ,,გიორგი ვაშაძე, ერთობა -ახალი საქართველოს" მერობის კანდიდატმა გენადი მამაგულაშვილმა 1.04% (164 ხმა) მიიღო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით 4%-იანი საარჩევნო  ბარიერი ქარელის #33 საარჩევნო ოლქში ხუთმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა: ,,ევროპული საქართველო" (10.45%), ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" (18.23%), ,,პატრიოტთა ალიანსმა" (5.6%), ,,საქართველოს ლეიბორისტული პარტია" (4.04%)  ..ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" - (58.66%).  პროპორციული სისტემით მიღებული მანდატებს, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  მაჟორიტარული ოლქებიდან არჩეული დეპუტატებიც დაემატებიან. 18 ოლქიდან 16 მაჟორიტარს  მმართველი პარტია შეიყვანს, ერთი მაჟორიტარი დეპუტატი  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" შევა და ერთიც  ,,დემოკრატიულმა მოძრაობიდან."

საარჩევნო პროცესის შეფასება

,,ქარელის #3 საარჩევნო უბანზე ე.წ. სომხურ კარუსელს ჰქონდა ადგილი"- ამის შესახებ განცხადებას გიორგი მარჯანიძე აკეთებს, რომელიც ქარელის #3 საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. იგი, არჩევნების შედეგებით, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვერ გახდა.  ქარელის #3 საარჩევნო უბანზე 33 ბიულეტენი გაბათილდა. 

 
,,სქემა იყო ასეთი - ამომრჩეველს  გაჰქონდა ცარიელი ბიულეტენი და გარედან ატანდნენ შემოხაზულს, 20:00 საათისთვის, რა დროსაც საარჩევნო უბანი დაიკეტა,  გატანილი ბიულეტენი ვეღარ დააბრუნეს უბანზე და ამიტომ არის სხვაობა და ნაკლებობა შემაჯამებელი ოქმის ჩანაწერში, სამივე საარჩევნო უბანზე მხოლოდ  ერთი ბიულეტენია გამქრალი, რაც აჩენს ეჭვს რომ ამ უბნებზე მოხდა ე.წ. სომხური კარუსელი. ქარელის#3 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმში ბალანსი არ გამოდის, 532 ამომრჩეველი მივიდა და გაცემულია 531 ბიულეტენი,  ამასთან 33 ბიულეტენი არის ბათილი. სავარაუდოდ, ჩემი მხარდამჭერების ხმებია გაბათილებული“ , - აცხადებს მარჯანიძე.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით #33 ქარელის საარჩევნო უბნის #4 რეგისტრატორი იზოლდა იმერლიშვილი საუბნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე დაწერილ განცხადებაში უთითებს: ,,16:45 წუთზე გადავთვალე ხელმოწერები და გაცემული ბიულეტენების რაოდენობა, აღმოჩნდა,რომ ერთი ამომრჩევლის ხელმოწერა გამომრჩა, რაც გამოწვეულია ჩემი გადაღლილობით, გთხოვთ, მიიღოთ ცნობად ჩემი ახსნა-განმარტება."

ქარელის #33 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიაში სამი საჩივარი შევიდა, მათგან ერთი ქალაქ ქარელის 29-ე საარჩევნო უბანზე ხმების ხელახლა გადათვლას ეხებოდა.  საჩივრით საოლქო საარჩევნო კომისიას ,,სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა მიმართა, საჩივრის მიზეზი კი 64 ბიულეტინის გაბათილება გახდა. დამკვირვებელი სარჩევნო უბნის შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვდა.  ქარელის საოლქო საარჩევნო კომისიამ არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ახალი ამბები