კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გუბერნატორების როტაცია

11 აპრილი, 2018
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

„საქართველო პატარა ქვეყანაა, ამიტომ შიდა ქართლის რეგიონს რაღაც დოზით ვიცნობ“, - ეს სიტყვები შიდა ქართლის ახალ გუბერნატორს, აკაკი მაჭუტაძეს ეკუთვნის.  მაჭუტაძე ახალ სამუშაო გარემოში რეგიონის სპეციფიკასა და თანამშრომლებს ეცნობა. გუბერნატორის განცხადებით, იგი  აპარატში საკადრო ცვლილებებს არ აპირებს. მან მედიის წარმომადგენლების არცერთ კითხვას კონკრეტული პასუხი არ გასცა.  

„სამცხე-ჯავახეთში სად რა კენჭი დევს, ის ვიცი. აქ კი ორი დღეა, რაც გუბერნატორად დავინიშნე და სიტუაციის გაცნობის შემდეგ ვისაუბროთ ყველა საკითხზე“, - აღნიშნა აკაკი მაჭუტაძემ,  რომელმაც შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე კახა სამხარაძე ჩაანაცვლა, უფრო სწორად, გუბერნატორებმა თანამდებობები შეინარჩუნეს და რეგიონები გაცვალეს, შესაბამისად, კახა სამხარაძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად დაინიშნა. 

შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორების თანამდებობების გაცვლის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა, გიორგი კვირიკაშვილმა, განკარგულება 30 მარტს გამოსცა, საკადრო ცვლილებები კი 2 აპრილს განხორციელდა.

პირველი შეხვედრები სამცხე–ჯავახეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორებმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან გამართეს. აკაკი მაჭუტაძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის თანამდებობაზე  ​ 2013 წელს დაინიშნა, კახა სამხარაძეს კი  შიდა ქართლში რწმუნებულ-გუბერნატორის თანამდებობა ერთი წელი ეკავა. 

ახალი ამბები