კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მელორ ვაჩნაძე, გიორგი ონიანი და რევაზ რევაზიშვილი მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე დეტალურად ყვებიან

7 მაისი, 2009

"ინტერპრესნიუსი"

“9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის” წევრები მელორ ვაჩნაძე, გიორგი ონიანი და რევაზ რევაზიშვილი დეტალურად ყვებიან პოლიციის სამმართველოებში მათზე განხორციელებულ ზეწოლებზე. მათ სახეზე და სხეულზე მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.

როგორც მათ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, პოლიციის სამმართველოებში სასტიკად სცემეს ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით, ავტომატების კონდახებით.

როგორც მელორ ვაჩნაძემ განაცხადა, პოლიციის ხელმძღვანელები ქვეშევრდომებს მიუთითებდნენ, რომ სახის არეში არ ეცემათ, ვინაიდან დაზიანებები ნათელი იქნებოდა.

“ტანზე შემომახვიეს და ისე მცემეს, რომ დაზიანებები არ დამჩნეოდა, თუმცა   მაინც  მემჩნევა”,-აღნიშნა მან.  მისივე ინფორმაციით, ძველი თბილისის რაიონის პოლიციაში მიაყენეს  ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამის შემდეგ გადაიყვანეს ვაჟა-ფშაველაზე მდებარე მე-7 განყოფილებაში, სადაც ზონდერჯგუფებმა ე.წ. სირცხვილის კორიდორი გაუკეთეს, ოთახში შეიყვანეს და ცემეს.

“მანქანაში არ მასუნთქებდნენ, 6 კაცთან ერთად ჩამტენეს და ვეღარ ვსუნთქავდი. სახეში არ მოარტყათ რამე, არ დაემჩნესო, ეუბნებოდნენ უფროსები. ტანზე შემომახვიეს და მირტყამდნენ. ნიკა ავალიანის ორი მეგობარი იყო მოსული, ვინც აკვირდებოდა ამას და უხაროდათ, უნდოდათ, რაღაცეები მეთქვა; ინფორმაციის მიღება უნდოდათ, თუ რას ვაპირებდით. უნდოდათ, ხელი მომეწერა, რომ პრეტენზია არ გამაჩნდა გამოძიებასთან, თუმცა მე არც ჩვენება მიმიცია და არც არაფრისთვის მომიწერია ხელი”, _ განაცხადა ვაჩნაძემ და აღნიშნა, რომ გუშინ პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი ინციდენტის შესახებ რომ არ გაეგოთ, სხვა ოთახში შეიყვანეს და წყალი მოუშვეს ხმის ჩასახშობად.

მისივე თქმით, სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ იზოლატორში შესვლის შემდეგ, ისიც ადვოკატის დაჟინებული თხოვნით. ეს დაზიანებები კი პოლიციის სამმართველოებში მიაყენეს, იზოლატორში შესვლამდე. 15 წლის რეზო რევაზიშვილის განცხადებით, სახლიდან 15-მა კაცმა წაიყვანა, მე-7, განყოფილებაში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, სასტიკად გაუსწორდნენ. ეკითხებოდნენ, რა პროტესტი ჰქონდა და რატომ მისდევდა ჟურნალისტ ნიკა ავალიანს.

“ფეხის ტერფში ავტომატის კონდახი ჩამარტყეს. მაიძულებდნენ იმის თქმას, რომ ხელკეტი ოპოზიციის ლიდერებმა მომცეს. მემუქრებოდნენ მტკვარში გადაგდებით და გაუპატიურებით. ნიღბიანებიც იყვნენ და ნიღბების გარეშეც. არ მომცეს საშუალება, ადვოკატებს და მშობლებს დავკავშირებოდი. მომიყვანეს თავიანთი ადვოკატი, რომელიც მეუბნებოდა, რომ ცემის ფაქტები არ დამეწერა ჩვენებაში. აღიარებითი ჩვენება მიმაცემინეს. რაც მითხრეს, ის დავწერე ჩვენებაში”, _ განაცხადა რევაზიშვილმა.

გიორგი ონიანის განცხადებით კი, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, ასევე, ოჯახის წევრებზე შეურაცხმყოფელი საუბრები იყო.

ახალი ამბები