კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საერთაშორისო ამნისტია სააკაშვილს ადამიანის უფლებების დაცვისაკენ მოუწოდებს

28 იანვარი, 2004

საერთაშორისო ამნისტია ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს

ორგანიზაცია "საერთაშორისო ამნისტიამ" გაავრცელა პრეს-რელიზი, სადაც იგი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს ადამიანის უფლებები მისი პოლიტიკის ფუნდამენტად აქციოს.

განცხადებაში განსაკუთრებული შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოში რელიგიური უმცირესობების უფლებების შელახვის ფაქტების და დაუსჯელობის ატმოსფეროს, წინასწარი დაკავების საკნებში წამების და სხვა სასტიკი და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტების გახშირების, აჭარაში ადამიანის უფლებათა სისტემატიური დარღვევების გამო.

საერთაშორისო ამნისტია ასევე მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისაგან შეერთებულ შტატებთან 2003 წელს დადებული დაუსჯელობის შეთანხმების გაუქმებას, რომელიც საერთაშორისო სისხლის სასამართლოს სტატუტს ეწინააღმდეგება.

განცხადების სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ საერთაშორისო ამნისტიის ვებ-გვერდზე: http://web.amnesty.org/library/Index/ENGEUR560012004

ახალი ამბები