ვაშინგტონში ბაზირებული გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ რუსეთში ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების გაუარესების თაობაზე მორიგ მოხსენებას აქვეყნებს, სადაც ქართველების დევნის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შევიწროების შესახებაც არის საუბარი.
„რუსეთში დემოკრატიის ეროზია გრძელდება“ - ასე ეწოდება მოხსენებას, რომელშიც ნათქვამია, რომ გასულ წელს, ოფიციალური თბილისის მიერ რუსი ოფიცრების ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრების საპასუხოდ, მოსკოვმა, ეთნიკური ქართველების დევნა დაიწყო, რომელთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქე იყო. რუსეთის ხელისუფლებამ 1000-ზე მეტი ქართველის დეპორტაცია მოახდინა, საგადასახადო სამსახურებს ცნობილი ქართველი მოღვაწეების შემოწმება დაავალა და დახურა ის ფირმები, რომლებიც ქართველებს ეკუთვნოდა. დასავლეთის და რუსეთის ზოგიერთმა მიმომხილველმა სამარცხვინო პოლიტიკა უწოდეს განსაზღვრული ეთნიკური ჯგუფებების დისკრიმანიაციას რუსეთში, ნათქვამია მოხსენებაში.
წყარო: Media.ge