17 წლის მარიამი პოლიციელებმა ქუჩაში მაშინ აიყვანეს, როდესაც ის თავის მეგობარს მობილურის დაბრუნებას სთხოვდა. პოლიციელები ამ ფაქტს შემთხვევით შეესწრნენ.
გოგონა თავს დაზარალებულად არ ცნობს, ამბობს, რომ ეს მეგობრებს შორის უბრალო უთანხმოება იყო თუმცა, პოლიცია მას ახლობლის დადანაშაულებას აიძულებდა.
მარიამისაგან ჩვენების გამოძალვას პოლიციელები ფიზიკური ძალის გამოყენებით შეეცადნენ. გოგონას სამედიცინი ოქსპერტიზა ჩაუტარდა, რომელმაც მის სხეულზე ფიზიკური ზემოქმედების კვალი დაადასტურა.
ის ღამე მარიამმა წინასწარი დაკავების საკანში გაატარა, მეორე დღეს კი იგი სასამართლომ პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო 400 ლარით დააჯარიმა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას დაზარალებულმა 10 დღის წინ განცხადებით მიმართა, თუმცა, უშედეგოდ.
მარიამი ხულიგნობის მუხლით არის ნასამართლები და იგი სასჯელს პირობითად იხდიდა.
ირმა ზოიძე, ბათუმი