კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლება კახეთში პრესის გავრცელებას ზღუდავს

1 მაისი, 2007

უსახურობის საბაბით, ხელისუფლება კახეთში პრესის გამავრცელებელ ჯიხურებსაც დაერია. რამდენიმე საათის წინ, გურჯაანში, ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლების მითითებით, საგაზეთო ჯიხურების დემონტაჟი განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი კახეთის ყველა რაიონს შეეხება.

საგულისხმოა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, გურჯაანში, ზედიზედ არაერთი საგაზეთო ჯიხური გაძარცვეს და დააზიანეს, თუმცა სამართალდამცავები მომხდარით არ დაინტერესებულან.

დღეს, საგაზეთო ჯიხურების აღებას  ხელი  ხალხმა შეუშალა. როგორც ს/ს „საქპრესას“ ადგილობრივმა წარმომადგენელმა ნინო შავკაციშვილმა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ აცნობა, მიუხედავად პროტესტისა, დაგეგმილია თითქმის ყველა საგაზეთო ჯიხურის დემონტაჟი.

პრესის გამავრცელებელი ჯიხურების აღების პროცესს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ვალერი ვარდოსანიძე კურირებდა.

სამხარეო ადმინისტრაციაში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.  ჯერ-ჯერობით გაურკვეველია სად შეიძენს ხვალ მკითხველი გაზეთებს. პრესის გავრცელების შეზღუდვის ფაქტს რეგიონული გაზეთის „იმედის“ წარმომადგენლებიც აპროტესტებენ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები