კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარი: ბათიაშვილის საქმის განხილვისას მისი უფლებები დაირღვა

6 აგვისტო, 2007

სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განცხადებით, ირაკლი ბათიაშვილის საქმის განხილვისას დაირღვა მსჯავრდებულების უფლებები, რამაც არსებითი გავლენა მოახდინა სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებაზე. `გამოტანილი განაჩენი არის დაუსაბუთებელი და არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს~, _ მიიჩნევს სახალხო დამცველი.

მისივე განმარტებით, ბათიაშვილს ბრალი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 25, 307-ე, 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლით, რომელიც ძირითადად ემყარებოდა ბათიაშვილსა და ემზარ კვიციანს შორის 2006 წლის 23 ივლისიდან 25 ივლისამდე პერიოდში შემდგარ სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს.

სუბარის თქმით, საქმის მასალებიდან ჩანს, რომ გამოძიებას რეალურად არ მოეპოვებოდა არც სატელეფონო საუბრების აუდიო ჩანაწერები და არც მისი გაშიფრული ვარიანტი.
აღნიშნული ნივთმტკიცება სისხლის სამართლის საქმეს 2006 წლის 2 აგვისტოს დაერთო.

შესწავლილი მასალების საფუძველზე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს, რაც კანონის უხეში დარღვევაა. ვინაიდან `წინ საქართველოს~ ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში განხილვისას და განაჩენით მოსამართლის მიერ კანონი არაერთხელ უხეშად დაირღვა~, სახალხო დამცველი მიმართავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოსამართლე მაია თეთრაულის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების მოთხოვნით.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები