საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მოქალაქე დიმიტრი სვანიძისათვის უკანონოდ ჩამორთმეული კერძო საკუთრების დაბრუნებას ითხოვს. როგორც სუბარმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სვანიძეს კანონიერად შეძენილი ავტომობილი "რეინჯროვერი" სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა საბაჟო წესების დარღვევის მოტივით ჩამოართვა.
სამართალდამცავთა ინფორმაციით, აღნიშნული ავტომობილი იმ რვა გატაცებულ ავტომობილის სიაშია, რომელსაც ესპანეთის მთავრობა ეძებს. ეს საქმე სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა და დაასკვნა, რომ დიმიტრის სვანიძემ ავტომობილი საქართველოში კეთილსინდისიერად შეიძინა.
რაც შეეხება ინფორმაციას "რეინჯროვერის" ძებნის შესახებ, სუბარის თქმით, დადასტურება ან უარყოფა ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს შეეძლო. შესაბამისი ინფორმაციის მიღების მოთხოვნით, სახალხო დამცველმა ბიუროს უფროსს ლაშა გიორგიძეს არაერთხელ მიმართა, თუმცა ამ უკანასკნელს სუბარისათვის სათანადო ინფორმაცია არ გაუგზავნია. ამის გამო სოზარ სუბარმა ლაშა გიორგიძე კანონით გათვალისწინებული 800 ლარით დაჯარიმება დღეს უკვე მეორედ მოითხოვა. Mმან შესაბამის აქტს ხელი ბრიფინგზევე მოაწერა.
სახალხო დამცველის თქმითვე, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოქალაქისათვის კუთვნილი ავტომობილი უკანონოდ ჩამორთმევის ეს შემთხთევა პირველი არ არის. დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კოდუა იმ ავტომანქანების დასაკუთრებას ცდილობს, რომელიც მოეწონება. შემდეგ კი ამ ავტომობილით კოდუა და მისი თანამშრომლები დასეირნობენ, - განაცხადა სუბარმა.
წყარო: მედიანიუსი