საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი კატეგორიულად უარყოფს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების ბრალდებას, თითქოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი ღვინით ხელისუფლებამ მოწამლა.
მაჭავარიანის თქმით, ხელისუფლება თავად არის დაინტერესებული, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ცივილიზებული მეთოდებით წარიმართოს.
დღესვე პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჟურნალისტების თანდასწრებით ტელეფონით ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს დავით ტყეშელაშვილს, რომლის ინფორმაციითაც, პარლამენტის შენობის წინ მოწამლული ადამიანები ამჟამად გადანაწილებულნი არიან სხვადასხვა საავადმყოფოებში.
გავრცელებული ინფორმაციით, მოწამლულთა მდგომარეობის შესახებ სპეციალური განცხადების გაკეთებას ჯანდაცვის მინისტრიც აპირებს.
წყარო: მედიანიუსი